დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/08/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/08/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017489 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანების (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016240) პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა, ასევე, თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას;“; ა.ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი: „მ1) დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოსთვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდება;“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ წესდების მე-4 მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამსახურის მიერ სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას.“. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მასალები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“; ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი: „101. წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომის ფაქტზე დისციპლინური წარმოების დაწყების შემთხვევაში, სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოსამსახურეს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა), ორგანიზატორის საბანკო ანგარიშიდან საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში მოსამსახურის სახელზე რეგისტრირებულ ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციების თაობაზე ინფორმაციის 10 სამუშაო დღის ვადაში წარდგენა. სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, მოსამსახურის წერილობითი თანხმობის არსებობისას, თავად გამოითხოვოს ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან.“; გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. კომპეტენციის ფარგლებში, დისციპლინურ გადაცდომაზე რეაგირების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში მონიტორინგის განმახორციელებელი სამსახური უფლებამოსილია, მოსამსახურეს მოსთხოვოს/ჩამოართვას წერილობითი ან ზეპირი ახსნა-განმარტება.“. 3. 41 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“, „ლ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომის ფაქტებზე, ამავე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის ჩადენის ფაქტზე, აგრეთვე, ამავე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომის ფაქტზე, მოსამსახურის მიმართ გამოიყენება დისციპლინური სახდელი − სამსახურიდან დათხოვნა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები