გადახდისუუნარობის საქმის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ

გადახდისუუნარობის საქმის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/19781-24
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 07/08/2024
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2024
სარეგისტრაციო კოდი
2/19781-24
07/08/2024
ვებგვერდი, 09/08/2024
გადახდისუუნარობის საქმის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

   საქმე №2/19781-24

   საქმე N330210324009780386

 

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ

2024 წლის 7 აგვისტო

თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  არჩილ კოჭლამაზაშვილი

განხილვის ფორმა  ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი  შპს ,,დი ემ სერვისი (ს/ნ 405359632)

წარმომადგენელი  როინ ცაციაშვილი (ლიკვიდატორი)

მოთხოვნა  გაკოტრების რეჟიმის გახსნა

 

სასამართლომ გამოარკვია:     

2024 წლის 06 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,დი ემ სერვისის წარმომადგენელმა/ლიკვიდატორმა როინ ცაციაშვილმა შპს ,,დი ემ სერვისის‘’  მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ  შპს ,,დი ემ სერვისი  წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, რომელსაც რეგისტრაცია გაუუქმდა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 08 აპრილის N88 განკარგულების საფუძველზე და დაიწყო შპს ,,დი ემ სერვისის ლიკვიდაციის პროცესი. რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ საზოგადოება აღარ წარმოადგენს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს.  ვინაიდან სახეზეა შპს ,,დი ემ სერვისის გაკოტრების ნიშნები, ლიკვიდატორი ვალდებულია იმოქმედოს ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონის თანახმად და დაიწყოს გადახდიუუნარობის საქმის წარმოება გაკოტრების გახსნის მოთხოვნით. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი გადახდისუუნარო, ანუ ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს. შპს ,,დი ემ სერვისის ძირითადი საქმიანობა საგადახდო მომსახურება იყო. რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ ის აღარ წარმოადგენს ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, აღარ ეწევა საქმიანობას და აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი. პროვაიდერს არ გააჩნია ლიკვიდური აქტივები ვადამოსული ვალდებულებების შესასრულებლად და შესაბამისად წარმოადგენს გადახდიუუნარო პროვაიდერს.  განმცხადებელი უთითებს, რომ სუბიექტის მთლიანი აქტივების ღირებულება შეადგენს 0 ლარს. საზოგადოების მთლიანი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 9191 ლარს. შპს ,,დი ემ სერვისს ერიცხება მსესხებლის მიმართ 9090 ლარის ოდენობით სასესხო დავალიანება. მათ შორის:

  • შპს ,,ფოლკრუმის‘’ მიმართ 5290 ლარი

  • შპს ,,დი ქეი ჰოლდინგსის‘’ მიმართ 3800 ლარი.

შპს ,,დი ემ სერვისს ერიცხება საქართელოს ეროვნული ბანკის მიმართ დავალიანება ავანსად გამოყოფლი თანხა 101 ლარი სალიკვიდაციო სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის. საზოგადოებას უფიქსირდება სს ,,თიბისი ბანკში გახსნილი ლარის საბანკო ანგარიში, სადაც დაფიქსირებულია თანხების ბრუნვები მითითებული დანიშნულებით პროვაიდერის მიერ ბანკში გახსნის დღიდან დღემდე. სხვა ანგარიში არ აქვს გახსნილი. განცახდების წარმოდგენის მდგომარეობით კი ანგარიშზე თანხა არ ერიცხება. განმცხადებელი ამავე განცხადებით წარმოადგენს ინფორმაციას კრედიტორების შესახებ:

  • შპს ,,ფოლკრუმი

  • შპს ,,დი ქეი ჰოლდინგი

  • საქართველოს ეროვნული ბანკი

შპს ,,დი ემ სერვისის მიმართ არ მიმდინარეობს უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული ქონებისა და უზრუნველყოფილი კრედიტორების ვინაობის შესახებ წარმოება. ასევე, საზოგადოების მიმართ არ მინდინარეობას სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. არ გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები. საზოგადოების მიმდინარე შემოსავალს შეადგენს 0 ლარს, ხოლო მიმდინარე ხარჯს 0 ლარს. საზოგადეობას განცხადების შეტანის მომენტისათვის არ ერიცხება დასაქმებული პირები. არ გააჩნია დებიტორული მოთხოვნები. შპს ,,დი ემ სერვისს განცხადების შეტანის მომენტისთვის არ გააჩნია გაფორმებული ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მიმდინარე რეგულარული ვალდებულებები. საზოგადოება არ აწარმოებს სასამართლო დავებს. მოვალეს საქმიანობა შეწყვეტილი აქვს, აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი და სურს გაკოტრება. საზოგადოებას სს ,,თიბისი ბანკში გახსნილ ანგარიშზე თანხა არ ერიცხება და არც სხვა რაიმე აქტივი გააჩნია. აქედან გამომდინარე გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში საზოგადოება თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას. გარდა ზემოთ აღნიშნულისა მოვალე არ ფლობს შემდეგ აქტივებს:სატრანსპორტო საშუალებებს, ცეცხლსასროლ იარაღებს, უძრავ ქონებებს და საქარმო საზოგადოებებში წილებს. შესაბამისად, შპს ,,დი ემ სერვისის‘’ ლიკვიდატორი ითხოვს გაკოტრების გზით გადახდიუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას.

სასამართლო  გაეცნო  წარმოდგენილ  განცხადებას,  თანდართულ  მასალებს  და  მიაჩნია, რომ შპს ,,დი ემ სერვისის ლიკვიდატორს/წარმოამდგენელს უარი უნდა ეთქვას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, საზოგადოების მიმდინარე შემოსავალი შეადგენს 0 ლარს. საზოგადოებას განცხადების შეტანის მომენტისათვის არ ერიცხება დასაქმებული პირები. არ გააჩნია დებიტორული მოთხოვნები. შპს ,,დი ემ სერვისს განცხადების შეტანის მომენტისთვის არ გააჩნია გაფორმებული ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მიმდინარე რეგულარული ვალდებულებები. საზოგადოება არ აწარმოებს სასამართლო დავებს. მოვალეს საქმიანობა შეწყვეტილი აქვს, აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი და სურს გაკოტრება. საზოგადოებას სს ,,თიბისი ბანკში გახსნილ ანგარიშზე თანხა არ ერიცხება და არც სხვა რაიმე აქტივი გააჩნია. აქედან გამომდინარე, გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში საზოგადოება თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მოვალე არ ფლობს შემდეგ აქტივებს:სატრანსპორტო საშუალებებს, ცეცხლსასროლ იარაღებს, უძრავ ქონებებს და საქარმო საზოგადოებებში წილებს. შესაბამისად, შპს ,,დი ემ სერვისის ლიკვიდატორი ითხოვს გაკოტრების გზით გადახდიუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას. კომპანიას ჰყავს   კრედიტორები და   ერიცხება  დავალიანება  9191 ლარის ოდენობით.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:

1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;

ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;

გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;

ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს:

ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერცერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით განმცხადებლის საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება თანხა, საზოგადოებას არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წინაპირობის განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და

ა ა დ გ ი ნ ა:

1. უარი ეთქვას შპს ,,დი ემ სერვისის (ს/ნ 405359632) წარმომადგენელს/ლოკვიდატორს როინ ცაციაშვილს  გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინება გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ელექტრონულ სიტემაში.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.  

მოსამართლე                                         არჩილ კოჭლამაზაშვილი