„ქალაქ ბათუმში, თამარ მეფის გამზირი N1-ში, თამარ მეფის გამზირი N5გ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კN05.30.39.004; 05.30.39.016) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 მაისის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/08/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016661
45
09/08/2024
ვებგვერდი, 12/08/2024
010250050.35.132.016661
„ქალაქ ბათუმში, თამარ მეფის გამზირი N1-ში, თამარ მეფის გამზირი N5გ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კN05.30.39.004; 05.30.39.016) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 მაისის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №45

2024 წლის 9 აგვისტო

ქ. ბათუმი

„ქალაქ ბათუმში, თამარ მეფის გამზირის №1-ში, თამარ მეფის გამზირის №5გ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კN05.30.39.004; 05.30.39.016) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 მაისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმში, თამარ მეფის გამზირის №1-ში, თამარ მეფის გამზირის №5გ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კN05.30.39.004; N05.30.39.016) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 მაისის №27 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 03/06/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016642) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმა ჩამოყალიბდეს ამ დადგენილებაზე თანდართული რედაქციით.

2. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიება განისაზღვროს საპროექტო მიწის ნაკვეთებზე დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხმებული პროქტის მიხედვით გადამეტებული) კ1/2 მაჩვენებლის 10%-ის ოდენობით საცხოვრებელი ფართობით ან იმავე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე