„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017487
59
08/08/2024
ვებგვერდი, 09/08/2024
140130000.22.034.017487
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №59

2024 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2016, 140130000.22.034.016557) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული შინაგანაწესის (დანართი №2):

ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასამართლოს განჩინებით შესაძლებელია, საქმის განხილვისას ბრალდებული, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, დროებით მოთავსდეს უახლოეს იზოლატორში, თუ სასამართლო ტერიტორიულად დაშორებულია პენიტენციური დაწესებულებისგან და გართულებულია ბრალდებულის გაყვანა/გადაყვანა. იზოლატორში მასზე ზედამხედველობასა და კონტროლს უშუალოდ განახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური პენიტენციური კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება შინაგანაწესის მოთხოვნებს ან/და მოთავსებულ პირთა უსაფრთხოების ინტერესებს.“;

ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირადი დათვალიერება ტარდება მოსათავსებელი პირის იზოლატორში შეყვანისთანავე, ასევე, იზოლატორიდან დროებით გაყვანისა და დაბრუნებისას, იმავე სქესის პირის მიერ განცალკევებულ ადგილას, სხვათა თვალთახედვის არისგან მოშორებით, იმ ოთახში, სადაც არ არის განთავსებული ვიდეომეთვალყურეობის კამერა. პირად დათვალიერებას შეიძლება დაესწროს იმავე სქესის პირი. მოსათავსებელი/მოთავსებული პირის პირადი და მისი ტანსაცმლის დათვალიერება და გასინჯვა ხდება იზოლატორის უფლებამოსილი მორიგე-გუშაგის მიერ. მოსათავსებელი/მოთავსებული პირის პირადი დათვალიერებისას ხდება პირის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. პირადი დათვალიერებისას მოსათავსებელი/მოთავსებული პირი ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, - გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება სამედიცინო მუშაკთან ერთად. პირადი დათვალიერების დროს დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება. პირადი დათვალიერების დასრულების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება დასათვალიერებელი პირის ტანისამოსი შესაბამისი მახასიათებლების მითითებით და წარმოდგენილი/ჩამორთმეული ნივთების შესახებ ინფორმაცია. პირადი დათვალიერების დროს შესაძლებელია სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენება. პირადი დათვალიერების ოქმის ფორმა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

გ) 22-ე მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“;

გ.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბრალდებულის სახით დაკავებული პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება იზოლატორის უფროსის მიერ, თუ დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა მას არ გადაეცა დადგენილება ბრალდების შესახებ, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს გადაეცა ბრალდების შესახებ დადგენილება, მაგრამ მისი დაკავებიდან 72 საათის განმავლობაში სასამართლოს მიერ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ. გათავისუფლებისას დგება ბრალდებულის გათავისუფლების ოქმი, რომლის ფორმა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული პირი დაკავებიდან 24 საათში, ხოლო დაკავებულის სასამართლოში წარდგენის ვადის ერთჯერადად, არაუმეტეს 24 საათით გახანგრძლივებისას − დაკავებიდან 48 საათში არ წარედგინა სასამართლოს, იზოლატორის უფროსის მიერ იგი დაუყოვნებლივ თავისუფლდება. გათავისუფლებისას დგება დაკავებულის გათავისუფლების ოქმი, რომლის ფორმა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. გათავისუფლების ოქმი ივსება ასევე ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირის გათავისუფლებისას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური