დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 14 |
დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 07/08/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 210070000.35.126.016445 |
|
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის № 10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის № 10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04.02.2015, სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.126.016144) და
1. დადგენილების მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით, შემდეგი ოდენობით: 1. ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე: დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი; დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი; დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი; ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1500 ლარი; ზ) თითოეული კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარი.“ 2. ცვლილება შევიდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №10 დადგენილებით დამტკიცებულ ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის’’ №3 დანართში და დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. მოსაკრებლის ობიექტები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია: ა) სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი; ბ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი; გ) სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობები, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობები, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობები; დ) ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობა; ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები