დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო-საექიმო და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 11 მაისის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/08/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140030000.22.034.017485 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო-საექიმო და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 11 მაისის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო-საექიმო და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 11 მაისის №69 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 13/05/2020, 140030000.22.034.017001) დამტკიცებული წესის:
1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამინისტროში ექსპერტიზას დაქვემდებარებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მოცულობა განისაზღვრება, მისი თანამდებობისთვის გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობის მიხედვით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
შენიშვნა: ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მოცულობა განისაზღვრება შემდეგნაირად: I გრაფა – მაღალი მოცულობა; II გრაფა – საშუალო მოცულობა; III გრაფა – სტანდარტული მოცულობა.“. 2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 პუნქტი: „18. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ წესით გათვალისწინებულ დაავადებათა ცხრილის II-III გრაფების შესაბამისად, სამხედრო-საექიმო ექსპერტიზის გასავლელად დაიშვება პირი, შეზღუდვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, თუ იგი იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შესაბამისობის კატეგორიების მიხედვით, ცნობილ იქნა: ა) შესაბამისად სამხედრო სამსახურისთვის უმნიშვნელო შეზღუდვით; ბ) შეზღუდულად შესაბამისად სამხედრო სამსახურისთვის; გ) დროებით შეუსაბამოდ სამხედრო სამსახურისთვის.“. 3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „6¹. ექსპერტიზას/სამედიცინო შემოწმებას დაქვემდებარებული პირი აგრეთვე მოწმდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ფსიქოლოგის მიერ.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები