„ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 2 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/08/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 020080130.35.162.016661
20
07/08/2024
ვებგვერდი, 08/08/2024
020080130.35.162.016661
„ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 2 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №20

2024 წლის 7 აგვისტო

ქ. ახმეტა

„ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 2 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 2 აგვისტოს №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2023, სარეგისტრაციო კოდი: 020080130.35.162.016625) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.  დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – ზედამხედველობის სამსახური) საჯარო მოსამსახურეებს მიენიჭოთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209​მუხლით (გარდა ამ კოდექსის 465, 466, 1728, 1729 მუხლებით და 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა), საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ (შემდგომ – „ნარჩენების მართვის კოდექსი“) 31-ე–35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის და საჯარიმო ქვითრის შედგენის უფლებამოსილება.“.

2. დადგენილებას მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს 21 მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 21

ა(ა)იპ „ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურს“ (შემდგომ  კეთილმოწყობის სამსახური) მიენიჭოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის და საჯარიმო ქვითრის  შედგენის უფლებამოსილება.“.

3. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  3

ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე–35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომლებზედაც ოქმის შედგენის უფლებამოსილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლით მინიჭებული აქვს მუნიციპალიტეტს (გარდა 431, 432, 465, 466, 1728, 1729 მუხლებით და 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა), აგრეთვე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის (როდესაც ადგილზე არ შედგება საჯარიმო ქვითარი) უფლებამოსილება მიენიჭოს ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ზედამხედველობის სამსახურის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების საჯარო მოსამსახურეები, ასევე ა(ა)იპ – „ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის“ უფლებამოსილი პირები.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე  ა(ა)იპ „ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის“ დირექტორი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი