„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 30 აგვისტოს №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 30 აგვისტოს №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 132/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 16/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018550
132/ნ
16/08/2024
ვებგვერდი, 16/08/2024
040030000.22.022.018550
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 30 აგვისტოს №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №132/ნ 

2024 წლის 16 აგვისტო

ქ.თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 30 აგვისტოს №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 30 აგვისტოს №99/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/08/2022, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.018207) დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:  

1. პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. უნივერსიტეტს აქვს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით საბანკო ანგარიშები გახსნილი სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში და საბანკო ანგარიშები კომერციულ ბანკებში, ემბლემა, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა.

5. უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან (შემდგომ – სამინისტრო)).“.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;“.

3. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 18. რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების დელეგირება

1. რექტორის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში (შვებულება, მივლინება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა) მის მოვალეობას ასრულებს უნივერსიტეტში დასაქმებული პირი, რაც განისაზღვრება რექტორის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ შესაძლოა გაიცეს მინდობილობა, რომელშიც ზუსტად მიეთითება, თუ რომელი უფლებამოსილების განხორციელების უფლება აქვს პირს, აგრეთვე მინდობილობის მოქმედების ვადა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით განსაზღვრულ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ეზღუდება უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტებზე – დიპლომსა და პროფესიულ დიპლომზე ხელმოწერის უფლებამოსილება.“.

4. 38-ე მუხლის:

ა) მე-7 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ადმინისტრაციული (ფინანსური დავალიანება) ან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა;“.

ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-10 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ)  ჯამში 5 წლის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება;“;

5. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 47. უნივერსიტეტის ბალანსის შედგენა და შემოწმება

უნივერსიტეტი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი