„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/08/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016607
53
06/08/2024
ვებგვერდი, 07/08/2024
010250050.35.166.016607
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №53

2024 წლის 6 აგვისტო

ქ. გურჯაანი

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების   პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 26.12.2023, 010250050.35.166.016585) შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი მუხლის მე-11 პუნქტით დამტკიცებული დანართი №11-ის „დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა“ მე-2 მულის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ ქვეპუნქტი:

„თ) თუ ოჯახის ერთ-ერთ წევრი არის შშმ პირი.“.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-17 პუნქტით დამტკიცებული დანართი №17-ის „შშპ პირთა დახმარებამე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საოჯახო ტიპის სახლის „ხელი ხელს“ კომუნალური გადასახადების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 2 000 ლარს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი