„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/08/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016657
41
09/08/2024
ვებგვერდი, 12/08/2024
010250050.35.132.016657
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2024 წლის 9 აგვისტო

ქ. ბათუმი

 

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 ოქტომბრის №27 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 01/11/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016562) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის  წესის“:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი (შემდგომში – პირი) უსახლკარო პირად დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა)  საქართველოს  იუსტიციის  სამინისტროს საჯარო  სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში არის საქართველოს მოქალაქე  უწყვეტად  და  ამასთანავე,  ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში და უსახლკარო პირის სტატუსის მინიჭების მომენტისათვის უწყვეტად  რეგისტრირებულია ბათუმის ტერიტორიაზე მათ შორის, ისეთი პირი, რომელსაც ამ 2 წლის განმავლობაში შეუწყდა და კვლავ განაახლა ბათუმში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში;

ბ) კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირი არის სრულწლოვანი;

გ)  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირის მიმართ არ ფიქსირდება უძრავ ნივთზე (გარდა სარდაფის და სხვა სამეურნეო სათავსისა, რომელიც გამოუსადეგარია საცხოვ­რებლად და არ გამოიყენება კომერ­ციული მიზნებისათვის) საკუთრების უფლება;

დ) შესაბამისი ორგანოების და მუნიციპალიტეტის სერვისცენტრების მიერ მოწოდე­ბული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე (გარდა სარდაფის და სხვა სამეურნეო სათავსისა, რომელიც გამოუსადეგარია საცხოვ­რებლად და არ გამოიყენება კომერ­ციული მიზნებისათვის) მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი;

ე) შესაბამისი ორგანოების და მუნიციპალიტეტის სერვისცენტრების მიერ მოწოდე­ბული ინფორმაციის თანახმად, არ დასტურდება პირის მხრიდან დამოუკიდებლად ბინის ან სხვა ფართის ქირის (იჯარის) კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 1 (ერთი) წლის განმავლობაში უწყვეტად გადახდის ფაქტი;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირს არ გააჩნია საკუთრებაში ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების არსებობის შემთხვევაში, კომისიის მხრიდან გადაწყვეტილება მიიღება ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკის, გამოშვების წლისა და მოდელის გათვალისწინებით;

ზ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული  პირის – შემოსავლების სამსახურისა და შესაბამისი საბანკო დაწესებულებ(ებ)ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად პირს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე 6 თვის განმავლობაში პირის მიერ მიღებული ყოველთვიური შემოსავალი არ აჭარბებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრულ პირის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობას;

თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ფიქსირდება პირის მიერ  სახელმწიფო  საზღვრის 10 (ათი) და მეტი გადაკვეთა (სახელმწიფო ტერიტორიის დატოვება), ამასთანავე ერთჯერადად საზღვრის გადაკვეთა არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების, მესამე პირის მიერ დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებსა და კურსებში ჩართვის და სხვა სასწავლო-შემოქმედებითი მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხა­დებ­ლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდ­გე­ნით.“.

2. მე-4 მუხლს პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. განაცხადებს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განიხილავს კომისია ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს  შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) პირს გაეწიოს რეკომენდაცია უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე;

ბ) პირს არ გაეწიოს რეკომენდაცია უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე.

12. პირის  უსახლკაროდ  რეგისტრაციაზე ან უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, კომისიის  რეკომენდაციის საფუძველზე  გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი უსახლკარო ოჯახად დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) საქართველოს  იუსტიციის  სამინისტროს საჯარო  სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში ოჯახის თითოეული წევრი არის საქართველოს მოქალაქე უწყვეტად და ამასთანავე, ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში ოჯახის წევრთა ნახევარი მაინც უწყვეტად და ამავდროულად უსახლკარო ოჯახის სტატუსის მინიჭების მომენტისათ­ვის რეგისტრირებულია ბათუმის ტერიტორიაზე, მათ შორის, ოჯახის წევრი, რომელსაც ამ 2 (ორი) წლის განმავლობაში შეუწყდა და კვლავ განუახლდა ბათუმში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად ის არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება უძრავ ნივთზე (გარდა სარდაფის და სხვა სამეურნეო სათავსისა, რომელიც გამოუსადეგარია საცხოვ­რებლად და არ გამოიყენება კომერ­ციული მიზნებისათვის) საკუთრების უფლება;

გ) შესაბამისი გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე (გარდა სარდაფის და სხვა სამეურნეო სათავსისა, რომელიც გამოუსადეგარია საცხოვ­რებლად და არ გამოიყენება კომერ­ციული მიზნებისათვის) მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი;

დ) შესაბამისი ორგანოებისა და მუნიციპალური სერვისცენტრების მიერ მოპოვებული ინფორმაციით არ დასტურდება ოჯახის მხრიდან დამოუკიდებლად ბინის ან სხვა ფართის ქირის (იჯარის) კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 1 (ერთი) წლის განმავლობაში უწყვეტად გადახდის ფაქტი;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის არც ერთ წევრს არ გააჩნია საკუთრებაში ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების არსებობის შემთხვევაში, კომისიის მხრიდან გადაწყვეტილება მიიღება ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკის, გამოშვების წლისა და მოდელის გათვალისწინებით;

ვ) საქართველოს  ფინანსთა  სამინისტროს საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  – შემოსავლების სამსახურისა და შესაბამისი საბანკო დაწესებულებ(ებ)ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ოჯახს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე 6 თვის განმავლობაში ოჯახის წევრების მიერ მიღებული ყოველთვიური შემოსავალი თითოეულ წევრზე არ აჭარბებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრულ პირის საარსებო მინიმუმს, ხოლო თუ ოჯახში დასაქმებულია მხოლოდ ერთი წევრი, მისი ყოველთვიური შემოსავალი არ აჭარბებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრულ პირის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობას;

ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ფიქსირდება ოჯახის არც  ერთი  წევრის  მიერ  სახელმწიფო  საზღვრის 10 (ათი) და მეტი გადაკვეთა (სახელმწიფო ტერიტორიის დატოვება), ამასთანავე ერთჯერადად საზღვრის გადაკვეთა არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების, მესამე პირის მიერ დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებსა და კურსებში ჩართვის და სხვა სასწავლო-შემოქმედებითი მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით.“.

4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახის ყველა წევრი განაცხადის ფორმით კომისიისათვის მიმართვისას არ არის საქართველოს მოქალაქე, ხოლო ოჯახის წევრთა ნახევარი მაინც რეგისტრირებული არ არის ბათუმის ტერიტორიაზე;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე