ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/08/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 240120100.35.132.016658
42
09/08/2024
ვებგვერდი, 12/08/2024
240120100.35.132.016658
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2024 წლის 9 აგვისტო

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტის, 26​1 და 30-ე მუხლების, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის  საფუძველზე და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს  №1-1/345 ბრძანების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი 1);

ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი 2);

გ) სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი (დანართი 3);

დ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის რეესტრის ფორმა (დანართი 4);

ე) დაბრუნებული, გაუქმებული და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტი (დანართი 5);

ვ) დაბრუნებული, გაუქმებული და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების რეესტრი (დანართი 6).

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. ბათუმის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსე­ბის სანებართვო მოწმობის ფორმის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართ­ვე­ლი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს საკრებულოს 2011 წლის 5 აპრილის №18 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 18/04/2011, სარეგისტრაციო კოდი: 240120100.35.132.016046).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე



დანართი 1
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების

 წ ე ს ი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის (შემდგომში – სანებართვო მოწმობა) გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს  №1-1/345 ბრძანების შესაბამისად.

2. სანებართვო მოწმობის ფორმების გამოყენებას და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (შემდგომში – ნებართვის გამცემი) ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.


მუხლი 2. სანებართვო მოწმობის დამზადება და მომარაგება
1. სანებართვო მოწმობა წარმოადგენს მესამე კატეგორიის – მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ.

2. სანებართვო მოწმობის ფორმების შეკვეთას აწარმოებს ნებართვის გამცემი ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

3. პოლიგრაფიული საწარმოდან სანებართვო მოწმობის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.


მუხლი 3. სანებართვო მოწმობის შევსება
1. სანებართვო მოწმობის ფორმა ივსება მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებით/ფორმით.

2.  სანებართვო მოწმობის შევსებისას მასში აღინიშნება:

ა) მონაცემები ნებართვის მიმღების შესახებ;

ბ) მონაცემები ნებართვის გამცემის შესახებ;

გ) ნებართვის მიღების საფუძველი;

დ) ნებართვის მოქმედების ვადა;

ე) ნებართვის გაცემის თარიღი და წელი.

3. სანებართვო მოწმობას ხელს აწერს ნებართვის მიმღები და ნებართვის გამცემი ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი;

4. ნებართვის გამცემს ან/და მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს შესაბამისი მონაცემები, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეაქვს სანებართვო რეესტრში.


მუხლი 4. სანებართვო მოწმობის გადაცემა
სანებართვო შევსებული სახით ნებართვის გამცემის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ აუქციონში გამარჯვებულ პირს გადაეცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო მისი მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემს.

მუხლი 5. სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმების შენახვა
1. სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

   2. სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისაგან.

  3. სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან.


მუხლი 6. სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი
1. სანებართვო მოწმობის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები თავის მხრივ ვალდებულნი არიან სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა აღრიცხონ ზონარგაყრილ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში.

2. სანებართვო მოწმობა, მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, უნდა წარედგინოს სანებართვო მოწმობის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოწმობის წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, სანებართვო მოწმობის წარდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს. 


მუხლი 7. სანებართვო მოწმობის დუბლიკატების გაცემა
1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის, დაზიანების შემთხვევაში ნებართვის გამცემი ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი გასცემს დუბლიკატს, ნებართვის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ.

2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

3. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.

4. ნებართვის გამცემს ან/და მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში, გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.


მუხლი 8. დაბრუნებული, გაუქმებული და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერა
1.  სანებართვო მოწმობა გამოსაყენებლად უვარგისად ჩაითვლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;

ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო;

გ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. დაბრუნებული, გაუქმებული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა უნდა განხორციელდეს ჩამოწერის აქტის მიხედვით.

3. დაბრუნებული, გაუქმებული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ფორმები შეტანილ უნდა იქნეს დაბრუნებული, გაუქმებული და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის რეესტრში.

4. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.