„ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/08/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016520
18
06/08/2024
ვებგვერდი, 07/08/2024
010250050.35.164.016520
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2024 წლის 6 აგვისტო

ქ. ყვარელი

 

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,  ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  „ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №36 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 25/12/2023, 010250050.35.164.016500) და აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

,,11. კრიზისულ  მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება

ქვეპროგრამა საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, ასევე სიღატაკეში ან/და კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილება. ბავშვის  ოჯახურ გარემოში აღზრდის და ოჯახის გაძლიერების  მიზნით განსაზღვრულია წელიწადში არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა. ოჯახში სოციალური პირობების გათვალისწინებით (კრიზისულ  მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების გამოვლენის კომისიის გადაწყვეტილებით).

ქვეპროგრამით მოსარგებლეა ყვარლის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები პირველადი საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახი, რომელიც შეფასებულია მწვავე კრიზისული მდგომარეობით მულტიდისციპლინური გუნდის მიერ:

ა) კრიზისულ  მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახები;

ბ) ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვები (ბავშვის რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად);

გ) ოჯახი, რომელშიც იმყოფება ერთი ან მეტი შშმ ბავშვი;

დ) ოჯახი, რომელშიც იმყოფება ერთი ან მეტი შშმ მშობელი;

ე) ოჯახი, რომელშიც აღინიშნა ძალადობის შემთხვევები.

დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლი;

ბ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

გ) სოციალური მუშაკის დასკვნა/შეფასება;

დ) აქტი (ოჯახის შეფასებისა და გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით შედგენილი).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მზექალაშვილი