„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 248
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.024644
248
01/08/2024
ვებგვერდი, 05/08/2024
010220020.10.003.024644
„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №248 

2024 წლის 1 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/03/2015, 010220020.10.003.018495) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულებაში“ (დანართი №2):

1.  პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დამტკიცებული მარაგების გამომუშავების დასრულების შემდეგ სასარგებლო წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, აგრეთვე სასარგებლო წიაღისეულის მარაგების, რომელიც არ დადასტურდა შემდგომი გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების ან საბადოს დამუშავების შედეგად, სახელმწიფო ბალანსიდან ჩამოწერა ხდება კომისიის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე გამოცემული სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. იმ სასარგებლო წიაღისეულის მარაგების, რომელმაც დაკარგა სამრეწველო-ეკონომიკური მნიშვნელობა, ჩამოწერა ხდება ამ დანართის 21 მუხლით დადგენილი წესით.“.

2. მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

მუხლი 21. სამრეწველო-ეკონომიკური მნიშვნელობის დაკარგვის საფუძვლით სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ჩამოწერა სახელმწიფო ბალანსიდან

1. სამრეწველო-ეკონომიკური მნიშვნელობის დაკარგვის საფუძვლით სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ჩამოწერა სახელმწიფო ბალანსიდან ხორციელდება ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ დანართის მე-4 მუხლის მე-10 და 101 პუნქტებით გათვალისწინებული ფორმით წარდგენილი დასაბუთებული ანგარიშის ან სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით მომზადებული ანგარიშის საფუძველზე.

2. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სამრეწველო-ეკონომიკური მნიშვნელობის დაკარგვის საფუძვლით ჩამოწერის თაობაზე სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის თანხმობით, რომელსაც შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

3. ლიცენზიის მფლობელის მიმართვის შემთხვევაში, სამრეწველო-ეკონომიკური მნიშვნელობის დაკარგვის საფუძვლით სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო ბალანსიდან ჩამოწერისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამისი ტერიტორიის ამორიცხვის შესაძლებლობა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით განსაზღვრული ფართობიდან. ამასთან, ფართობის ამორიცხვა ხორციელდება ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით. ჩამოწერა არ გამორიცხავს მომავალში აღნიშნულ რესურსზე სახელმწიფოს მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესაძლებლობას.

4. სააგენტოს მიერ მომზადებული ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) შესავალს;

ბ) ზოგად ინფორმაციას საბადოს შესახებ;

გ) საბადოს გეოლოგიური შესწავლილობის ისტორიას;

დ) საბადოს გეოლოგიურ აგებულებას;

ე) პირვანდელ ინფორმაციას საბადოს მარაგების შესახებ (ბალანსზე აყვანის დროისათვის);

ვ) მარაგების დინამიკას;

ზ) საბადოს/მისი ნაწილის რუკას X და Y კოორდინატებთან მითითებით, გეოინფორმაციული სისტემების (shape) ფაილებით;

თ)  საბადოს არსებული მდგომარეობის ფოტოფიქსაციას (აეროფოტოს);

ი) მარაგების ჩამოწერის დასაბუთებას;

კ) დასკვნას.“.

3. მე-4 მუხლს მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 10პუნქტი:

„101. სამრეწველო-ეკონომიკური მნიშვნელობის დაკარგვის საფუძვლით სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო ბალანსიდან ჩამოწერის მიზნით წარდგენილი ანგარიში, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, უნდა მოიცავდეს:

ა) ამოსარიცხი ტერიტორიის (ტერიტორიის ამორიცხვის შემთხვევაში) X და Y კოორდინატებს, გეოინფორმაციული სისტემების (shape) ფაილებით;

ბ) დასაწყობების ტერიტორიის X და Y კოორდინატებს, გეოინფორმაციული სისტემების (shape) ფაილებით;

გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აუდიტორის/ აუდიტორული ფირმის ან/და შესაბამისი კომპეტენტური პირის (JORC, CIM, SAMREC, PERC) მიერ გაცემულ დასკვნას სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სამრეწველო-ეკონომიკური მნიშვნელობის დაკარგვის თაობაზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე