დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 267 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 06/08/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017840 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-14 მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დოკუმენტის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებას და ინფორმაციის სხვა საშუალებებით (მათ შორის, გაზეთში) გამოქვეყნებას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური, ხოლო სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებას, შემოსავლების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური (შემდგომში – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური).“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები: „8. საგადასახადო/საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის მიმართ გამოცემული დოკუმენტი, რომლის საჯაროდ გავრცელებაც განხორციელდა სამსახურის ან/და სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებით, განთავსებიდან 20 დღის გასვლის შემდგომ, წაშალოს შესაბამისი ვებგვერდიდან, გადასახადის გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომლითაც პირი ადასტურებს, რომ გაეცნო საჯაროდ გავრცელებულ დოკუმენტს. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის წაშლას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური, ხოლო სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის წაშლას – შემოსავლების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური.“. 2. 151 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები: „7. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, შემოსავლების სამსახურის და დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის საჯაროდ გავრცელება განხორციელდა ამ მუხლის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) განთავსებით, განთავსებიდან 20 დღის გასვლის შემდგომ, წაშალოს ვებგვერდიდან, თუ მომჩივანი ფიზიკური პირია, რომელიც წერილობითი განცხადებით ადასტურებს, რომ გაეცნო საჯაროდ გავრცელებულ გადაწყვეტილებას. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესრულების მიზნით, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების წაშლის თაობაზე, შემოსავლების სამსახურს მიმართავს დავების განხილვის საბჭოს აპარატი.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები