„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 10 ივნისის №100/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 131/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 16/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018549
131/ნ
16/08/2024
ვებგვერდი, 16/08/2024
430210000.22.022.018549
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 10 ივნისის №100/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №131/ნ

2024 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 10 ივნისის №100/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 10 ივნისის №100/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 11/06/2024, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018518) დამტკიცებული ,,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დებულების“:

1. მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება, განხორციელებაში მონაწილეობა, კოორდინაცია და ანგარიშგება;".

2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“  ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:

,,ბ1) თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს მმართველობაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ახალგაზრდულ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე და საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციას უწევს ამ მიმართულებით მათ საქმიანობას.“.

3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება, განხორციელებაში მონაწილეობა, კოორდინაცია და ანგარიშგება;";

ბ) ,,დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.   

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი