ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მირსკისეულში მდებარე ქუჩისათვის გალაკტიონ ტაბიძის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მირსკისეულში მდებარე ქუჩისათვის გალაკტიონ ტაბიძის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
დოკუმენტის ნომერი გ-93. 9324215001
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/08/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016023
გ-93. 9324215001
02/08/2024
ვებგვერდი, 06/08/2024
000000000.00.167.016023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მირსკისეულში მდებარე ქუჩისათვის გალაკტიონ ტაბიძის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება № გ-93.9324215001

 2024 წლის 2 აგვისტო

ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მირსკისეულში მდებარე ქუჩისათვის გალაკტიონ ტაბიძის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით:

მუხლი 1

 მიენიჭოს გალაკტიონ ტაბიძის სახელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მირსკისეულში (ლელიანის ადმინისტრაციული ერთეული) მდებარე ქუჩას, თანდართული რუკის შესაბამისად.

მუხლი 2

ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

ეს განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ-ს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად.

მუხლი 4

განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 5

განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.

საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია