"ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

"ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/291
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 02/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016870
1-1/291
02/08/2024
ვებგვერდი, 05/08/2024
300300000.22.024.016870
"ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/291

2024 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს № 77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, №117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22. 025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ჰ 22“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ჰ 22 ) ხელშეკრულებების რეგისტრაციის ელექტრონული პორტალი – ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ვებგვერდზე არსებული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება პირდაპირი ხელშეკრულებების რეგისტრაცია ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მისაწოდებელი ელექტროენერგიის თვიურ საორიენტაციო რაოდენობას;“;

ბ) მე-5 და 51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს პირდაპირი ხელშეკრულების სარეგისტრაციოდ, გარდა ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, ხელშეკრულებების რეგისტრაციის ელექტრონულ პორტალზე წარედგინება პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შევსებული სახელშეკრულებო განაცხადი და პირდაპირი ხელშეკრულების ასლი. პირდაპირ ხელშეკრულებასა და სახელშეკრულებო განაცხადში ასახულ პირობებს შორის განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება სახელშეკრულებო განაცხადში მითითებულ პირობებს. სახელშეკრულებო განაცხადი წარმოადგენს პირდაპირი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

51. თუ მხარეებს შორის გაფორმებულია ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს სარეგისტრაციოდ, ხელშეკრულებების რეგისტრაციის ელექტრონულ პორტალზე წარედგინება პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შევსებული სახელშეკრულებო განაცხადი და პირდაპირი ხელშეკრულების ასლი. ამასთანავე, შესაბამისი უფლებამოსილი პირი, ვალდებულია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს წარუდგინოს პირდაპირი ხელშეკრულების ყველა გვერდზე ხელმოწერილი ხელშეკრულების სამ-სამი დედანი.“.

 3. მე-9 მუხლის:

ა) 1-ელი  22 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირდაპირი ხელშეკრულება სავალდებულოა სარეგისტრაციოდ ელექტრონულად წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (გარდა ამ წესების 91 და 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებებისა) ელექტროენერგიის შესყიდვის/გაყიდვის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დასრულებამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე (წარდგენის დღის ჩაუთვლელად). სარეგისტრაციოდ წარდგენილი პირდაპირი ხელშეკრულებისა და სახელშეკრულებო განაცხადის პირობები უნდა იყოს იდენტური. რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების და სახელშეკრულებო განაცხადის პირობებს შორის განსხვავების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი თვის საანგარიშსწორებო ბაზაში გათვალისწინებული იქნება რეგისტრირებულ განაცხადში ასახული პირობები.

2. რეგისტრაციისათვის აუცილებელია ხელშეკრულებების რეგისტრაციის ელექტრონულ პორტალზე შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

ა) ამ წესების მე-8 მუხლის მე-5 და 51 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, ხელშეკრულებების რეგისტრაციის ელექტრონულ პორტალზე შევსებული და ორივე მხარის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი სახელშეკრულებო განაცხადი და პირდაპირი ხელშეკრულების ყველა გვერდსა (გარდა იმპორტისა და ექსპორტის ხელშეკრულებისა) და დანართებზე ხელმოწერილი/ დადასტურებული ერთი ასლი;

ბ) გამანაწილებელი ქსელის გამოყენებით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამომუშავების ან/და მიღების შემთხვევაში — პირდაპირი ხელშეკრულების ორივე მხარის მიერ შესაბამის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან გაფორმებული განაწილების მომსახურების ხელშეკრულება (მიუხედავად იმისა, პირდაპირი ხელშეკრულების მხარე ყიდულობს თუ ყიდის ელექტროენერგიას).

21. ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებები ან/და ხელშეკრულება ელექტროენერგიის იმპორტზე და იმავე საანგარიშო პერიოდში პირდაპირ მომხმარებლებზე ან/და ექსპორტიორებზე ელექტროენერგიის გაყიდვის შესახებ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებები სავალდებულოა, ერთდროულად იქნეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი. ამ პუნქტით დადგენილი წესი, ერთდრულად წარდგენასთან დაკავშირებით, ასევე ვრცელდება აღნიშნული ხელშეკრულებების რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნაზე.

22. ამ წესების მე-8 მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი პირი ასევე ვალდებულია, პირდაპირი ხელშეკრულების ელექტრონული სახით სარეგისტრაციოდ წარმოდგენიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს წარუდგინოს პირდაპირი ხელშეკრულების ყველა გვერდზე ხელმოწერილი ხელშეკრულების სამ-სამი დედანი.“;

ბ) მე-6მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე თანხმობის ან უარის თქმის შემთხვევაში, წერილობითი ინფორმაცია/ შეტყობინება, ხელშეკრულებების რეგისტრაციის ელექტრონული პორტალის მეშვეობით, ეგზავნება პირდაპირი ხელშეკრულების მხარე(ებ)ს და ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უფლებამოსილ მქონე მეორე პირს. პირდაპირი ხელშეკრულების წარმოდგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში (წარმოდგენის დღის ჩაუთვლელად), რეგისტრაციაზე უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების შესაბამისი მხარეებისათვის რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების (თანხმობა ან უარი) შეუტყობინებლობა ავტომატურად ითვლება თანხმობად პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე.

პირდაპირი ხელშეკრულება საბოლოოდ რეგისტრირებულად ითვლება და ხელშეკრულებების რეგისტრაციის ელექტრონულ პორტალზე სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება რეგისტრაციაზე უფლებამოსილების მქონე ორივე პირის თანხმობის (მათ შორის, ავტომატურ რეჟიმში თანხმობის) შემთხვევაში. აღნიშნულის შესახებ წერილობითი ინფორმაცია/შეტყობინება, ხელშეკრულებების რეგისტრაციის ელექტრონული პორტალის მეშვეობით, ეგზავნება პირდაპირი ხელშეკრულების მხარე(ებ)ს და ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უფლებამოსილ პირებს.

7. ნებისმიერი ცვლილებების განხორციელება პირდაპირ ხელშეკრულებაში სარეგისტრაციოდ საჭიროებს იმავე პროცედურების და პირობების შესრულებას, რასაც პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია.

8. ელექტრონული სახით რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება ხორციელდება ხელშეკრულებების რეგისტრაციის ელექტრონული პორტალის მეშვეობით.

81. ამ მუხლის მე-15, მე-16 და მე-17 პუნქტების შესაბამისად პირდაპირი ხელშეკრულებების ან/და სახელშეკრულებო განაცხადების რეგისტრაციის შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულნი არიან, ყოველი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში ხელი მოაწერონ რეესტრს, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამის საანგარიშო პერიოდში რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებ(ებ)ის ან პირდაპირი ხელშეკრულებ(ებ)ის ცვლილებ(ებ)ის, ასევე ამ წესების მე-10 მუხლის საფუძველზე შეწყვეტილი პირდაპირი ხელშეკრულებების შესახებ ერთიან მონაცემებს. რეესტრის ფორმას ერთობლივად შეიმუშავებენ და ამტკიცებენ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი.

9. საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისა და გარანტირებული სიმძლავრის უზრუნველყოფაზე პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების, ასევე მისი ცვლილებებისა და დამატებების დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან რეგისტრაცია სავალდებულოა. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (აგრეთვე მისი ცვლილებები ან დამატებები) კომისიის მიერ დამტკიცების შემდეგ, კომისიის შესაბამის აქტთან ერთად, სარეგისტრაციოდ წარედგინება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს, მატერიალური სახით.

91. გადაცემის/დისპეტჩერიზაციის მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების და განაწილების მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების, ასევე მისი ცვლილებებისა და დამატებების დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაცია სავალდებულოა. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (აგრეთვე მისი ცვლილებები ან დამატებები) კომისიის მიერ დამტკიცების შემდეგ, კომისიის შესაბამის აქტთან ერთად, სარეგისტრაციოდ წარედგინება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, მატერიალური სახით.

10. ხელშეკრულებების სტანდარტული პირობების, მისი ცვლილებებისა და დამატებების რეგისტრაცია ხორციელდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან მატერიალური სახით, ამასთან რეგისტრაციაზე არ ვრცელდება ამ წესების მე-9 მუხლის მე-4 და 4 1 პუნქტების მოთხოვნები.“;

გ) მე-14 პუნქტის შემდგომ დაემატოს მე-15მე-17 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„15. ხელშეკრულებების რეგისტრაციის ელექტრონული პორტალის ფუნქციონირების შეფერხების ან/და ამ წესებით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევაში, პირდაპირი ხელშეკრულებისა და სახელშეკრულებო განაცხადის რეგისტრაცია ხორციელდება მატერიალური სახით. ამ შემთხვევაში, რეგისტრაციისათვის აუცილებელია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან, პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე წერილისა და შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

ა) ამ წესების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ორივე მხარის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ სახელშეკრულებო განაცხადის სამ-სამი დედანი და პირდაპირი ხელშეკრულების ყველა გვერდსა (გარდა იმპორტისა და ექსპორტის ხელშეკრულებისა) და დანართებზე ხელმოწერილი თითო-თითო ასლი;

ბ) ამ წესების მე-8 მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ორივე მხარის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ სახელშეკრულებო განაცხადისა და პირდაპირი ხელშეკრულების ყველა გვერდსა და დანართებზე ხელმოწერილი სამ-სამი დედანი;

გ) გამანაწილებელი ქსელის გამოყენებით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამომუშავების ან/და მიღების შემთხვევაში — პირდაპირი ხელშეკრულების ორივე მხარის მიერ შესაბამის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან გაფორმებული განაწილების მომსახურების ხელშეკრულება (მიუხედავად იმისა, პირდაპირი ხელშეკრულების მხარე ყიდულობს თუ ყიდის ელექტროენერგიას).

16. იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი ხელშეკრულებისა და სახელშეკრულებო განაცხადის სარეგისტრაციოდ წარდგენა და რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლის მე-15 და მე-17 პუნქტ(ებ)ის შესაბამისად, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე თანხმობის შემთხვევაში, წერილობითი ინფორმაცია ეგზავნება პირდაპირი ხელშეკრულების მხარე(ებ)ს, ხოლო უარის თქმის შემთხვევაში, პირდაპირი ხელშეკრულების მხარე(ებ)ს და ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უფლებამოსილ მეორე პირს. პირდაპირი ხელშეკრულების წარმოდგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში (წარმოდგენის დღის ჩაუთვლელად), რეგისტრაციაზე უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების შესაბამისი მხარეებისათვის რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების (თანხმობა ან უარი) შეუტყობინებლობა ავტომატურად ითვლება თანხმობად პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე. ხელშეკრულება საბოლოოდ რეგისტრირებულად ითვლება და სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება ხდება მხოლოდ რეგისტრაციაზე უფლებამოსილების მქონე ორივე პირის თანხმობის (მათ შორის ავტომატურ რეჟიმში თანხმობის) შემთხვევაში.

17. ამ წესების 148 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების რეგისტრაცია ხორციელდება მატერიალური სახით. ამ შემთხვევაში, რეგისტრაციისათვის აუცილებელია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან, პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე წერილისა და პირდაპირი ხელშეკრულების ყველა გვერდსა და დანართებზე ხელმოწერილი სამ-სამი დედნის წარდგენა.“.

 4. მე-10 მუხლის 1-ლი და მე-4მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირდაპირი ხელშეკრულებების ან რეგისტრაცის შეწყვეტა ხორციელდება ხელშეკრულებების რეგისტრაციის ელექტრონული პორტალის მეშვეობით. პირდაპირი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ განაცხადი (გარდა ამ წესების 91 მუხლის საფუძველზე რეგისტრირებული ხელშეკრულებისა) სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს შეწყვეტამდე არაუგვიანეს 15 დღისა, ხელშეკრულებების რეგისტრაციის ელექტრონულ პორტალზე.“;

„4. პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე ხელშეკრულების მხარეების ერთობლივი მიმართვის შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, აცნობოს მხარეებს მოთხოვნილი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს განცხადების შეტანის დღიდან 25 კალენდარულ დღეს. პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნისას, თუ აღნიშნული ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს საბითუმო მიმწოდებელი, დაცული უნდა იყოს ამ წესების მე-9 მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული პირობა.

5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, შეწყვიტოს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი ან ორივე მხარე ან/ და ხელშეკრულება აღარ აკმაყოფილებს ამ წესების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტით და 41 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის შეწყვეტა იწვევს პირდაპირი ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას.

6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, ხელშეკრულებების რეგისტრაციის ელექტრონული პორტალის მეშვეობით, 5 დღით ადრე მაინც აცნობოს პირდაპირი ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს და რეგისტრაციაზე უფლებამოსილ მეორე პირს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე, შეწყვეტის გამომწვევი მიზეზების მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირდაპირი ხელშეკრულების მონაწილე მხარე აღარ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში, წერილობითი ინფორმაცია, ხელშეკრულებების რეგისტრაციის ელექტრონული პორტალის მეშვეობით, ასევე ეგზავნება რეგისტრაციაზე უფლებამოსილ მეორე პირს.“. 

5. 148 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტრანზიტის განხორციელებისას და მისი მიზნებისთვის საქართველოში შემოსულ და გასულ ელექტროენერგიებს შორის სხვაობა (ტრანზიტის გადახრები) წარმოადგენს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს ან ექსპორტს, გარდა იმ ელექტროენერგიისა, რომელსაც შეისყიდის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების დაფარვის მიზნით. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და ტრანზიტის დამკვეთს შორის, ტრანზიტის გადახრებზე ფორმდება:

ა) ელექტროენერგიის ექსპორტის და იმპორტის ხელშეკრულებები – იმ შემთხვევაში, როდესაც ტრანზიტის დამკვეთი არარეზიდენტი პირია;

ბ) ელექტროენერგიის ექსპორტის და იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულებები – იმ შემთხვევაში, როდესაც ტრანზიტის დამკვეთი რეზიდენტი პირია.“.

6. მე-20 მუხლი მე-12 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების შესრულების მიზნით, სისტემის კომერციული ოპერატორი სათანადო წესით არეგისტრირებს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს გარანტირებული სიმძლავრის ყიდვასა და გაყიდვაზე – როგორც გარანტირებული სიმძლავრის წყაროების, ასევე გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოებისათვის.“;

„14. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებების სტანდარტული პირობების, მისი ცვლილებებისა და დამატებების, აგრეთვე გაუქმების რეგისტრაციაზე არ ვრცელდება ამ წესების მე-3 თავის მოთხოვნები. რეგისტრაციაზე უფლებამოსილების მქონე პირები ვალდებულნი არიან, ხელშეკრულების სტანდარტული პირობების რეგისტრაცია განახორციელონ მისი სარეგისტრაციოდ წარდგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ რეგისტრაცია ჩაითვლება განხორციელებულად.“.

7. დაემატოს 57-ე მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 57. პირდაპირი ხელშეკრულებ(ებ)ისა და სახელშეკრულებო განაცხად(ებ)ის ცვლილებ(ებ)ის რეგისტრაციის დროებითი წესი

1. პირი, რომელსაც 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, ამ წესების მე-9 მუხლის შესაბამისად, რეგისტრირებული და მოქმედი აქვს პირდაპირი ხელშეკრულება ან/და სახელშეკრულებო განაცხადი, აღნიშნულ პირდაპირი ხელშეკრულებაში ან/და სახელშეკრულებო განაცხადში განხორციელებული ცვლილების რეგისტრაციამდე, ვალდებულია, ხელშეკრულებების რეგისტრაციის ელექტრონულ პორტალზე ატვირთოს რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულება ან/და სახელშეკრულებო განაცხადი, მისი ელქტრონულად რეგისტრაციის მიზნით. აღნიშნულ პირდაპირ ხელშეკრულებას ან/და სახელშეკრულებო განაცხადს, რეგისტრაციაზე უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ი, ხელშეკრულებების რეგისტრაციის ელექტრონული პორტალის მეშვეობით დაადასტურებენ და მიანიჭებენ ელექტრონული რეგისტრაციის ნომერს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირი ვერ განახორციელებს პირდაპირ ხელშეკრულებაში ან/და სახელშეკრულებო განაცხადში განხორციელებული ცვლილების რეგისტრაციას ამ წესების შესაბამისად.“.

მუხლი 2
1. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს № 77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება სავალდებულოა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) კვალიფიციური საწარმოებისათვის. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურება ანაზღაურდება კვალიფიციური საწარმოების მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად მწარმოებლების მიერ (გარდა გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისა და ამ მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრული მწარმოებლებისა) წარმოებული (სალტეზე გაცემული), განაწილების ლიცენზიატების მიერ განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით შესყიდული/მიღებული, პირდაპირი მომხმარებლების მიერ მიღებული (მოხმარებული), იმპორტიორების მიერ იმპორტირებული, ექსპორტიორების მიერ ექსპორტირებული, საბითუმო მიმწოდებლის, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლისა და თავისუფალი მიმწოდებლის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის სრული რაოდენობების მიხედვით, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით;

ბ) 11 პუნქტის შემდგომ დაემატოს 12 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„1 2 . სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ენგურჰესისა და ვარდნილჰესები კასკადის მიერ ხდება კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით, მათ მიერ საანგარიშო პერიოდში წარმოებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიის მხოლოდ იმ რაოდენობაზე, რომლის მიწოდებაც, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, არ ხორციელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.“. 

მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა მე-2 მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 12 ივლისიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე. 


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი