დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თიანეთის მუნიციპალიტეტის, ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულის სოფ ზარიძეებში , იარაჯულებში და ჯიჯეთში მდებარე 1-ლი ქუჩის, შესაბამისი შესახვევების და ჩიხების სახელის შეცვლის და საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-131. 131242136 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.154.016017 |
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება Nგ-131. 131242136
2024 წლის 31 ივლისი
დ. თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის, ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულის სოფ ზარიძეებში, იარაჯულებში და ჯიჯეთში მდებარე 1-ლი ქუჩის, შესაბამისი შესახვევების და ჩიხების სახელის შეცვლის და საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24 მუხლის პირველი პუნქტის ა.ე ქვეპუნქტის, “მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისი №239 დადგენილების თანახმად თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის, ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულის სოფ ზარიძეებში, იარაჯულებში და ჯიჯეთში მდებარე 1-ლი ქუჩას, შესაბამის შესახვევებსდა ჩიხებს შეეცვალოს სახელწოდება და დაერქვას საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელი თანდართული რუკის მიხედვით.
2. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება .
3. განკარგულება გადაეგზავნოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს,საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სასამართლოში შემდეგ მისამართზე: დ.თიანეთი, რუსთაველის ქ. №47.
5. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ლაშა სულხანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები