დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თიანეთის მუნიციპალიტეტის, ნაქალაქრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ ზემონაქალაქარში მდებარე 1-ლი ქუჩის, შესაბამისი შესახვევების და ჩიხის სახელის შეცვლის და გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწის იოსებ აფციაურის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-131. 131242133 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.154.016018 |
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-131.131242133
2024 წლის 31 ივლისი
დ. თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის, ნაქალაქრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ ზემონაქალაქარში მდებარე 1-ლი ქუჩის, შესაბამისი შესახვევების და ჩიხის სახელის შეცვლის და გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწის იოსებ აფციაურის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24 მუხლის პირველი პუნქტის ა.ე ქვეპუნქტის, “მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისი №239 დადგენილების თანახმად თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის, ნაქალაქრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ ზემო ნაქალაქარში მდებარე 1-ლი ქუჩას, შესაბამისი შესახვევებს და ჩიხს შეეცვალოს სახელწოდება და დაერქვას საქართველოს გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწის იოსებ აფციაურის სახელი თანდართული რუკის მიხედვით.
2. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. განკარგულება გადაეგზავნოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სასამართლოში შემდეგ მისამართზე: დ.თიანეთი, რუსთაველის ქ. №47.
5. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ლაშა სულხანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები