,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 02/08/2024
დოკუმენტის ტიპი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 080240000.79.092.016022
22
02/08/2024
ვებგვერდი, 02/08/2024
080240000.79.092.016022
,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
 
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის

ბრძანება №22

2024 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №10 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.79.092.016010) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და გავლის წესის

1. მე-5 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თავი V. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სტაჟიორ-გამომძიებლისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების სტაჟიორების  მიერ სტაჟირების გავლა“.

2. 32-ე მუხლს დაემატოს  მე-6 პუნქტი  შემდეგი რედაქციით:

,,6. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებში  (გარდა საგამოძიებო დეპარტამენტისა) სტაჟირების გავლის წესი და პირობები მტკიცდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

3. 32-ე მუხლს დაემატოს  მე-7 პუნქტი  შემდეგი რედაქციით:

„7. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებში (გარდა საგამოძიებო დეპარტამენტისა) შესაძლებელია გამოცხადდეს როგორც ანაზღაურებადი, ასევე ანაზღაურების გარეშე სტაჟირება. შერჩეულ სტაჟიორთა ანაზღაურება, უფლებამოსილება და სტაჟირების ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით.“.

4. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტსა და სხვა სტრუქტურულ ერთეულებში გავლილი სტაჟირების ვადა ითვლება შრომით სტაჟში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი კვარაცხელია