„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 06 02 16 ) განხორციელების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/08/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016611
15
02/08/2024
ვებგვერდი, 05/08/2024
010250050.35.167.016611
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 06 02 16 ) განხორციელების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №15

2024 წლის 2 აგვისტო

ქ. ლაგოდეხი

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 06 02 16 ) განხორციელების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 06 02 16 ) განხორციელების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 ივლისის №11 დადგენილებაში  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge, 08/07/2024,  010250050.35.167.016607).
მუხლი 2
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე- 3 და მე-4 ნაწილების, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებული „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის“:

ა)მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის“ და „საფინანსო სამსახურის“ უფროსები ან ამ სამსახურის წარმომადგენლები;“;

ბ)მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საჯარო მოსამსახურე ან/და მისი ოჯახის წევრი („კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად);“;

გ)მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ ან/და მათი მონაწილეობით დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დასაქმებული პირი ან/და მისი ოჯახის წევრი („კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად);“;

დ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.საკონსულტაციო მომსახურებას გასწევს კომისიის მდივანი.“;

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია