ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათის დადგენის შესახებ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/08/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016610
14
02/08/2024
ვებგვერდი, 05/08/2024
010250050.35.167.016610
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათის დადგენის შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2024 წლის 2 აგვისტო

ქ.ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტისა და „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფი დადგინდეს 1.00 ლარის ოდენობით.
მუხლი 2
1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე 0.50 ლარიანი შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის უფლება მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიას:

ა) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს;

ბ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს;

გ)  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად  მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს;

დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად  მცხოვრებ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს;

2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე უფასო მგზავრობის უფლება მიენიჭოთ:

ა) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს.

ბ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს;

გ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ აუტიზმის სპექტრის, დაუნის სინდრომის, ცერებრალური დამბლის დიაგნოზის მქონე ან/და შშმ პირის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვის ერთ-ერთ მშობელს;

დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს (მშობლები, შვილები და მეუღლე);

ე) „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ პენსიონერებს;

ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მქონე პირებს.

ზ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს.

მუხლი 3
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგაზვრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს გადახდის სისტემის მოწყობის უფლების მქონე პირი (შემდგომში: „უფლებამოსილი სუბიექტი“), რომელიც,  ასევე, უზრუნველყოფს ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლით გათვალისწინებული მგზავრებისთვის, სამგზავრო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას.
მუხლი 4
1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე  და უფასო მგზავრობის უფლების მქონე პირების მგზავრობა ხორციელდება უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების/საბანკო პლასტიკური ბარათების მეშვეობით. ბარათის დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით, ბარათის გამცემს, მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება ბარათის გამცემის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდა.

2. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირთა კატეგორიისათვის განკუთვნილი  სამგზავრო პლასტიკური ბარათის/საბანკო პლადტიკური ბარათის სხვა პირთა მიერ მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ, ბარათით, სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი სამსახურის მიერ, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირის/პირების სამგზავრო პლასტიკური ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი სამსახური უზრუნველყოფს უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის დაბლოკვის მიზნით.

3. ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება 10 (ათი) კალენდარული დღის ვადით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვას 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ბარათი ექვემდებარება  უფასო განბლოკვას.

მუხლი 5
ამ დადგენილების მე-2  მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე და უფასო მგზავრობის უფლების მქონე  პირებზე გასაცემი სამგზავრო პლასტიკური ბარათის/საბანკო პლასტიკური ბარათის გაცემის აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს მონაცემთა ბაზები, რომელზეც წვდომა უნდა ჰქონდეთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას ან/და ამ დადგენილების მე-3 მუხლით  განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტს.
მუხლი 6
1.ამ დადგენილების  მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე და უფასო მგზავრობის უფლების მქონე   პირთა მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით,  ამ დადგენილების  მე-3  მუხლით  განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისათვის (ბარათის გამცემი) ან/და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიისთვის  შესაბამისი ინფორმაციის ყოველთვიურად მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ  შემდეგ  დაწესებულებებს:

ა) ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ პუნქტებითა და მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ (სტატუსის ფარგლებში) და „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“;

ბ) ამ დადგენილების მე-2 მუხლი პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით - „საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“;

გ )ამ დადგენილების  მე-2 მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ  „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“-ს;

დ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის  მე-2 პუნქტის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს;

ე) ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით  განსაზღვრული პირების ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით - სსიპ  „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“.

2.ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული  შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით ან მგზავრობის უფასო ტარიფით სარგებლობის მიზნით, გასაცემი სამგზავრო პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის (გარდა, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა), ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად ცხოვრების, შესაბამისი სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გაცვლა შესაბამის სუბიექტებს შორის განხორციელდება მათ შორის შეთანხმებული ფორმით და პირობებით.

მუხლი 7
ამ დადგენილების პირველი  და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული ტარიფი ჩაირიცხოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიშზე. მიღებული შემოსავალი მოხმარდეს  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფას.
მუხლი 8
უფლებამოსილი სუბიექტი ვალდებულია   ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს ინფორმაცია ფაქტობრივად გადაყვანილ (მათ შორის,  მგზავრობის უფასო ტარიფით მოსარგებლე) მგზავრთა რაოდენობისა და შემოსული თანხების შესახებ.
მუხლი 9
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია