დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სისტემის სასწავლო დაწესებულებებში პედაგოგიური კადრების შერჩევისა და მათი მუშაობის შეფასების ახალი კრიტერიუმების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/4 |
| დოკუმენტის მიმღები | სხვა ადმინისტრაციული ორგანო |
| მიღების თარიღი | 20/04/1994 |
| დოკუმენტის ტიპი | სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, -, 28/11/1995 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000210.01(2).000.000076 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/11/1995 - 02/12/2025)
საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს კოლეგიის
დადგენილება №2/4
1994 წლის 20 აპრილი
საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სისტემის სასწავლო დაწესებულებებში პედაგოგიური კადრების შერჩევისა და მათი მუშაობის შეფასების ახალი კრიტერიუმების შესახებ
კოლეგია აღნიშნავს, რომ სახელოვნებო სასწავლო დაწესებულებების სპეციფიკა გულისხმობს განათლების სამინისტროს სისტემის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებთან შედარებით. პედაგოგიური კადრების შერჩევისა და მათი მუშაობის შეფასების კრიტერიუმებისადმი განსხვავებულ მიდგომას. კერძოდ სამუსიკო, სამხატვრო, ქორეოგრაფიული და ა. შ. სკოლებისა და სასწავლებლების პედაგოგთათვის აუცილებელია მუდმივი პროფესიული საშემსრულებლო ფორმის შენარჩუნება, რაც მოითხოვს შემოქმედებითი საქმიანობის სისტემატურ შეთავსებას პედაგოგიურ მოღვაწეობასთან.
კულტურის სამინისტროს სისტემის სასწავლო დაწესებულებებში პედაგოგიური კადრების შერჩევისა და მათი მუშაობის შეფასების ახალი კრიტერიუმების დამტკიცების მიზნით კულტურის სამინისტროს კოლეგია ადგენს:
1. 1995 წლის 1 სექტემბრიდან დაინერგოს კულტურის სამინისტროს სისტემის სახელოვნებო სკოლებსა და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში პედაგოგთა მიღება ვადიანი (1-დან 5 წლამდე) ხელშეკრულების საფუძველზე.
2. გადაყვანილ იქნან აღნიშნული ტიპის სასწავლო დაწესებულებების დირექტორები (სამხატვრო ხელმძღვანელები) ხუთწლიანი სახელშეკრულებო სისტემაზე კულტურის სამინისტროს მიერ.
3. ყოველი ხელშეკრულების განახლება მოხდეს კულტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული მოთხოვნების შესაბამისად.
4. დაისვას საკითხი საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წინაშე. რათა აღნიშნული დადგენილება გატარდეს რეგისტრაციაში.
კოლეგიის თავმჯდომარე
კულტურის მინისტრი დ. მაღრაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები