განმარტებები მოსახლეობისათვის მოწოდებული ელექტროენერგიის ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვისა და რეალიზებულად ჩათვლის წესის შესახებ

განმარტებები მოსახლეობისათვის მოწოდებული ელექტროენერგიის ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვისა და რეალიზებულად ჩათვლის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი №03-1-16
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 30/06/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 20/09/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(3).000.000135
№03-1-16
30/06/1995
გამოუქვეყნებელი, 0, 20/09/1996
000000090.01(3).000.000135
განმარტებები მოსახლეობისათვის მოწოდებული ელექტროენერგიის ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვისა და რეალიზებულად ჩათვლის წესის შესახებ
სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახური

№ 03-1-16

საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო

№12-03

საქართველოს რესპუბლიკის დეპარტამენტი „საქენერგო“

№10-22/15 16

1995 წლის 30 ივნისი

ქ.თბილისი

განმარტებები მოსახლეობისათვის მოწოდებული ელექტროენერგიის ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვისა და რეალიზებულად ჩათვლის წესის შესახებ

„საქართველოს რესპუბლიკაში საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშების შესახებ“ დროებითი დებულების შესაბამისად რეალიზებულად ითვლება გადატვირთული ან მყიდველთათვის (შემკვეთათვის) ჩაბარებული მზა პროდუქცია (შესრულებული სამუშაოები, მომსახურება), რომელზეც გაფორმებულია სათანადო დოკუმენტები (ზედდებული, ანგარიშფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი, სატრანსპორტო ზედდებული და სხვა), რომლებიც ადასტურებენ ქონების განკარგვაზე უფლების გადაცემას მყიდველთათვის, შემკვეთთათვის ან სხვა მომსახურე ორგანიზაციისათვის. ამასთან ეროვნული მეურნეობის ცალკეული დარგის სპეციფიკურობიდან გამომდინარე შეუძლებელია რეალიზაციის მომენტის განსაზღვრა პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) გადატვირთვისას (მიწოდებისას). სახელდობრ, საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკულ დარგში, ამჟამად არსებული ვიწრო ადგილების, კერძოდ კი, სადისპეტჩერო-ტექნოლოგიური მართვის მოწყობილობის, კომუნიკაციების, ტელემექანიკის, აღრიცხვისა და ტრანსპორტის საშუალებათა ნაკლოვანების გამო შეუძლებელი ხდება საყოფაცხოვრებო სექტორის თითოეული აბონენტის მიერ გახარჯული ელექტროენერგიის ყოველთვიური აღრიცხვა და მისი გასხვისების დამადასტურებელი იმ საბუთების შედგენა, რომელიც აუცილებელია მიწოდებული ელექტროენერგიის რეალიზებულად ჩასათვლელად.

აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსულ შეკითხვებთან დაკავშირებით განგიმარტავთ, რომ ელექტროენერგეტიკის სპეციფიკის გათვალისწინებით და ამ დარგში არსებული პრაქტიკის შესაბამისად მოსახლეობაზე მოწოდებული ელექტროენერგია აღირიცხება აბონენტის ქვითრისა და ანგარიშზე შემოსული თანხის მიხედვით, ამიტომ როგორც წესი მოსახლეობაზე მიწოდებული ელექტრონერგია რეალიზებულად ითვლება მოხმარებული ელექტროენერგიისათვის ენერგოსისტემის ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობაზე მიწოდებული ელექტროენერგიის ბუღალტრულ აღრიცხვისათვის გამოიყენება №45 „გადატვირთული საქონელი“ ანგარიში, რომელზეც აისახება საანგარიშო პერიოდში მიწოდებული ელექტროენერგიისა და სათანადო აქტით გაფორმებულ იურიდიულ პირების მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიას შორის სხვაობა, რაც შემდეგ მოსახლეობის მიერ თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე აისახება რეალიზაციის ანგარიშზე.

საქართველოს რესპუბლიკის                        საქართველოს რესპუბლიკის

სახელმწიფო საგადასახადო                          ფინანსთა მინისტრის

სამსახურის უფროსის მოადგილე                 მოადგილე

თ. დვალი                                                    მ. მურჯიკნელი

დეპარტამენტ „საქენერგოს“

უფროსის მოადგილე

ყიფიანი