დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 246 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/08/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/08/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300310000.10.003.024640 |
|
„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021274) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის:
1. „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტის ფარგლებში ამ პროექტის მიზნებისათვის დაქირავებულ შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, სააგენტოსთან შეთანხმებით ან კვალიფიციურ პირს, რომელიც ამზადებს პროექტთან დაკავშირებით შეფასებას საპროექტო დოკუმენტაციაზე/დოკუმენტაციის ნაწილზე. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული კვალიფიციური პირის (ექსპერტის) კანდიდატურას ითანხმებს სააგენტო და ამ შემთხვევაში, მითითებული პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: გ.ა) ჰქონდეს შესაბამისი სპეციალობის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; გ.ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ: გ.ბ.ა) 5 წლის სტაჟისა − არქიტექტურული პროექტის საექსპერტო შეფასების შესადგენად; გ.ბ.ბ) 10 წლის სტაჟისა − საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასების შესადგენად; გ.ბ.გ) 10 წლის სტაჟისა − კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო შეფასების შესადგენად; გ.ბ.დ) 7 წლის სტაჟისა − ტექნოლოგიური ნაწილის (არსებობის შემთხვევაში) ტექნოლოგიური სქემის/პროექტის შეფასების შესადგენად; გ.ბ.ე) 10 წლის სტაჟისა − მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელებლად;“. 2. „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ორგანოს არარსებობის შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, სააგენტოსთან შეთანხმებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები