დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/08/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/08/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120170050.22.026.017240 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში (ვებგვერდი, 11/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120170050.22.026.016454) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული დებულების XVI თავის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“. 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) მე-5 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. თუ სამხედრო მოსამსახურე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ორჯერ გათავისუფლდა ნორმატივების ჩაბარებისაგან, იგი გაიგზავნება ჰოსპიტალში სამხედრო-სამედიცინო კომისიაზე სამხედრო სამსახურისათვის შესაბამისობის დასადგენად. 12. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების მიზნით ზედიზედ მესამედ აიღებს ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დოკუმენტს, გაიგზავნება ჰოსპიტალში სამხედრო-სამედიცინო კომისიაზე სამხედრო სამსახურისათვის შესაბამისობის დასადგენად.“; ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამშვიდობო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში და მისი საქართველოში დაბრუნებიდან არ გასულა სამი თვე;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები