დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელევის ყველა ეტაპზე შევსებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო სამსახურის უფროსის 1999 წლის 2 სექტემბრის №40 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 21/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებაა |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 151, 28/12/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290.060.000.24.016.007.957 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.24.016.007.957
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის
სამსახურის უფროსის ბრძანება №23
2005 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე შევსებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 2 სექტემბრის №40 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
I. ,,საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე შევსებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 2 სექტემბრის №40 ბრძანებაში (სსმ III, №43(50), 1999 წ., მუხლი 786) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზიის მაძიებელი სადაზღვევო კომპანიისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან და მზღვეველისათვის სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე შევსებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) სიცოცხლის დაზღვევა (1) – 1 000 000 ლარი;
ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის) (2) – 500 000 ლარი;
გ) გადაზღვევა (3) – 1 000 000 ლარი.“.
2. მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ლიცენზიის მაძიებელი სადაზღვევო კომპანია წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან და მზღვეველი სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა ფლობდეს მინიმალური საწესდებო კაპიტალის 80%-ს ფულადი ფორმით, განთავსებულს საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში), რისი რეალობის დამადასტურებელ დოკუმენტად ლიცენზიის მაძიებელმა სადაზღვევო კომპანიამ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტი საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) საწესდებო კაპიტალის ფულადი ნაწილის საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების თაობაზე. მან საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს აგრეთვე უნდა წარუდგინოს მინიმალური საწესდებო კაპიტალის როგორც ფულადი, ასევე არაფულადი ნაწილის არსებობის დამადასტურებელი აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი.
II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ცერცვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები