ზესტაფონის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3/2/1818
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 12/07/2024
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016936
3/2/1818
12/07/2024
ვებგვერდი, 02/08/2024
000000000.00.000.016936
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის

საოქმო ჩანაწერი №3/2/1818

2024 წლის 12 ივლისი

ქ. ბათუმი

 

 

 


პლენუმის შემადგენლობა :

მერაბ ტურავასხდომის თავმჯდომარე ;

ევა გოცირიძეწევრი ;

გიორგი თევდორაშვილიწევრი ;

ირინე იმერლიშვილიწევრი , მომხსენებელი მოსამართლე ;

გიორგი კვერენჩხილაძეწევრი ;

ხვიჩა კიკილაშვილიწევრი ;

მანანა კობახიძეწევრი ;

ვასილ როინიშვილიწევრი ;

თეიმურაზ ტუღუშიწევრი .

სხდომის მდივანი : დარეჯან ჩალიგავა .

საქმის დასახელება : ზესტაფონის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44- მუხლის მე -4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე .

 დავის საგანი : საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44- მუხლის მე -4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით .

  I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის პირველ მაისს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1818) მომართა ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლეზურაბ ბალავაძე ). №1818 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს , არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , გადმოეცა 2024 წლის 6 მაისს . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენის გარეშე , გაიმართა 2024 წლის 12 ივლისს .

2. №1818 კონსტიტუციურ წარდგინებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია : „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის მე -2 პუნქტი დასაერთო სასამართლოების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -7 მუხლის მე -3 პუნქტი .

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44- მუხლის მე -4 ნაწილის თანახმად , „საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს , ორსულ ქალს , ქალს , რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი , საპენსიო ასაკის პირს , აგრეთვე გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს “.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას .

5. №1818 კონსტიტუციური წარდგინებიდან ირკვევა , რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლო განიხილავდა საქმეს , რომელშიც პირს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე -2 ნაწილისქვეპუნქტით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა , რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117- , 118- და 120- მუხლებით გათვალისწინებული შედეგი , ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ . ამავდროულად , დგინდება , რომ ბრალდებული არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი . კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია , რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე -2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ორასი საათიდან ოთხას საათამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას , ვადით , ერთიდან სამ წლამდე . ვინაიდან სადავოდ გამხდარი ნორმა ბლანკეტურად კრძალავს პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებას , ზემოთ ხსენებული ბრალდების ფარგლებში , შესაძლო სასჯელის ერთადერთ სახედ ვადიანი თავისუფლების აღკვეთა რჩება .

6. №1818 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად , იმ შემთხვევაში , როდესაც პირი სჩადის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე -2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს და არ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი , სასამართლოს აქვს შესაძლებლობა , სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი -შემამსუბუქებელი გარემოებები და , შესაბამისად , გამოიყენოს სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა , რაც შეუძლებელია პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით . ამდენად , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე -2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში , მოსამართლე იძულებულია , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს , უპირობოდ , სასჯელის სახედ განუსაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა . შესაბამისად , სადავო ნორმა გამორიცხავს , ინდივიდუალიზაციის პრინციპის საფუძველზე , სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბრალდებულს , სხვა (შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ) ბრალდებულთან შედარებით , აკისრებს უფრო მძიმე ტვირთს .

7. წარდგინების ავტორის განმარტებით , სადავო ნორმა , რომლის თავდაპირველი მიზანიც , შესაძლოა , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების დაცვა იყო , მოცემულ შემთხვევაში , უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სხვა (შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ) ბრალდებულ პირებს . შესაბამისად , აუარესებს კონკრეტული ჯგუფის სამართლებრივ მდგომარეობას და არ ემსახურება კანონის თავდაპირველ მიზანს .

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , წარდგინების ავტორი მიიჩნევს , რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44- მუხლის მე -4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც ბლანკეტურად კრძალავს , სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით , საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების შესაძლებლობას , ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ თანასწორობის უფლებას .

9. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი , საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად , მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტებზე .

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს №1818 კონსტიტუციური წარდგინება სრულად აკმაყოფილებსსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე -13 და მე -14 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი .

 III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტისქვეპუნქტის , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის მე -2 პუნქტის , 21- მუხლის პირველი პუნქტის , 271 მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტების , 31- მუხლის , 311 მუხლის მე -13 და მე -14 პუნქტების , 312 მუხლის მე -8 პუნქტის , 313 მუხლის პირველი პუნქტის , 315 მუხლის პირველი , მე -2, მე -3, მე -4 და მე -7 პუნქტების , 316 მუხლის პირველი პუნქტის , 42- მუხლის და 43- მუხლის საფუძველზე ,

  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად ზესტაფონის რაიონული სასამართლოს №1818 კონსტიტუციური წარდგინება .

2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი .

3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყებასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 22- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად .

4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება .

5. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლე ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი .

6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე , გაეგზავნოს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს , საქართველოს პარლამენტს დასაქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “.

პლენუმის შემადგენლობა :

მერაბ ტურავა

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

ხვიჩა კიკილაშვილი

მანანა კობახიძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში