„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2024
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016401
24
30/07/2024
ვებგვერდი, 01/08/2024
040030000.32.061.016401
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №24

2024 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 09/03/2021 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.061.016336) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1.  დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ თანდართული დებულება.“.

3. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულება დამტკიცდეს შემდეგი რედაქციით:

საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო“ (შემდგომში – „სააგენტო“) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს (შემდგომში – „სამინისტრო“) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, დამატებით გააჩნია საკუთარი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

3. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

4. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა  საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

5. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს მცირე გერბისა და საკუთარი სახელწოდების გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №16 (მე-7 სართული).

მუხლი 2. სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციები

1. სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციებია:

ა)  სამინისტროს მიერ შემუშავებული მიზნობრივი პროგრამების განხორციელება;

ბ) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრულ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრთა (შემდგომში   აფხაზეთის მოსახლეობა) მიმართ გადაუდებელი დახმარების გაწევა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობა;

გ) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირების ხელშეწყობა;

დ) კანონმდებლობის შესაბამისად, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა განსახლების ობიექტების რეაბილიტაციის ღონისძიებათა განხორციელება;

ე) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობისთვის ცნობის გაცემა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობის უფასო სამართლებრივი კონსულტირება მათ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

) კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობა და უკვე არსებულ  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა;

თ) უფლებამოსილების ფარგლებში, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ჩართულობა;

) სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული ტვირთის მიღება და დევნილთა მიზნობრივი ჯგუფებისათვის განაწილება;

)  კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება;

) სააგენტოს უფლებამოსილებებისა და ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით კანონმდებლობით დადგენილი და ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება.

2. სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციები, რომლებსაც იგი ახორციელებს ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით:

ა) სამოქმედო ტერიტორიაზე სააგენტოს პროგრამების/პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

) კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურება და შესაბამისი დასკვნის/ცნობის გაცემა. ასევე, მომართვის შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურების ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენის ხელშეწყობა;

გ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

მუხლი 3. სააგენტოს მართვა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით.

2. სააგენტოს დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) წარმოადგენს სააგენტოს და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე;

გ) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;

დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებს, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ, აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს;

ე) წარუდგენს მინისტრს გამარტივებული საჯარო კონკურსის წესით შერჩეულ თავისი მოადგილეების, ასევე ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების კანდიდატურებს;

ვ) წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს და სხვა სამართლებრივ აქტებს;

) პასუხისმგებელია საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად, კანონიერად და სწორად ხარჯვაზე;

) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, თანამშრომელთა ფუნქციურ მოვალეობებსა და სამუშაო გეგმას;

) სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს შესრულებული საქმიანობის შესახებ.

3. სააგენტოს დირექტორს ჰყავს 2 მოადგილე, რომელთა ფუნქციები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.

4. სააგენტოს დირექტორის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.

მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

ა.ა) ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოებისა და სამმართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ა.ბ) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო;

ა.გ) შესყიდვების სამმართველო.

ბ) სერვისების ხელშეწყობის დეპარტამენტი.

გ) პროგრამების დეპარტამენტი:

გ.ა) სოციალური პროგრამების სამმართველო;

გ.ბ) ინფრასტრუქტურული პროგრამების სამმართველო;

გ.გ) სამართლებრივი დახმარების სამმართველო.

2. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებია:

ა) აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო;

ბ) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო;

გ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიული ორგანო.

3. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს ამტკიცებს მინისტრი სააგენტოს დირექტორის წარდგინებით.

მუხლი 5. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი, საფინანსო, ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების პროცესის, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოს ურთიერთობის კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;

გ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;

დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

ე) სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

ვ) სააგენტოს არქივის წარმოება;

ზ) სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;

თ) სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა/ზედამხედველობა;

ი) სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

კ) სააგენტოს სასამართლო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

ლ) სააგენტოს საქმიანობის ანგარიშების მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროსთვის მიწოდება;

მ) სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით სააგენტოს დირექტორის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

ნ) სააგენტოს საკომუნიკაციო არხების – ვებგვერდისა და სოციალური მედიის მართვა;

ო) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღების უზრუნველყოფა;

პ) სააგენტოს ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ჟ) წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;

რ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;

ს) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა, დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება და ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად;

ტ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

უ) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სააგენტოს თანამშრომლებისთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა;

ფ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 6. სერვისების ხელშეწყობის დეპარტამენტი

სერვისების ხელშეწყობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურება, შესაბამისი ცნობის გაცემა;

ბ) უფლებამოსილების ფარგლებში, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ჩართულობა;

) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა განსახლების ადგილებში   ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობა და უკვე არსებულ  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობასთან კონტაქტის დამყარება;

ე) სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის წარმოების კოორდინაცია და ზედამხედველობა;

ვ) კანონმდებლობით და სააგენტოს დირექტორის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 7. პროგრამების დეპარტამენტი

პროგრამების   დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს მიერ შემუშავებული მიზნობრივი პროგრამების განხორციელება;

ბ) სააგენტოს პროგრამების მიმართულებით შემოსული კორესპონდენციის შესწავლა, პირველადი ანალიზის განხორციელება;

გ) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობის მიმართ გადაუდებელი დახმარების გაწევა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი კონსულტირება მათ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ე) დევნილთა განსახლების ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება;

ვ) საჭიროებისამებრ, სააგენტოში უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების კოორდინაცია, პრიორიტეტული პროექტებისათვის დონორებისა და ფინანსური სახსრების მოძიება;

ზ) სააგენტოს მიერ პროგრამების უზრუნველყოფის მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიშების მომზადება;

თ) უფლებამოსილების ფარგლებში, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ჩართულობა;

ი) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის წარმოებაში მონაწილეობის მიღება;

კ) სააგენტოსთვის გადმოცემული ჰუმანიტარული ტვირთის მიღებისა და დევნილთა მიზნობრივი ჯგუფებისათვის განაწილების დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა და შესრულების მონიტორინგი;

ლ) კანონმდებლობით და სააგენტოს დირექტორის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 8. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას, მიზანშეწონილობას და ეფექტურობას. უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სააგენტო ვალდებულია მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.

3. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ)  თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი   სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია სამინისტროს თანხმობა.

5. სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში ან/და სასამართლოში.

6. სააგენტოს უფლება აქვს, მისთვის გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 9. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყარო

1. სააგენტოს ქონება შედგება:

ა) დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად კანონის შესაბამისად გადაცემული ქონებისაგან;

ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე.

3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

გ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით და სხვა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი;

დ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელებას, სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

მუხლი 10 . ბუღალტრული ანგარიშგება

სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.

მუხლი 11. სააგენტოს ლიკვიდაცია-რეორგანიზაცია

1. სააგენტოს ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.

მუხლი 12. გარდამავალი დებულებანი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 აგვისტოდან.  

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე