დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 244 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.024638 |
|
„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში (სსმ, №10, 28/01/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების“:
1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად, მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს, ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, წარუდგენს ვაუჩერის შესაბამის ტალონს, რის საფუძველზეც სააგენტო უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების დაფინანსებას. ამასთანავე, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება, თუ შესაბამისი პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ვაუჩერის ერთ ტალონზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა შშმ პირთა (მათ შორის, ბავშვთა) დღის ცენტრში შეადგენს 420 ლარს, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დღის ცენტრში – თვეში 735 ლარს, ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე მოზარდების დღის ცენტრის შემთხვევაში – დღეში 60 ლარს, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური ინკლუზიის დღის ცენტრის შემთხვევაში – დღეში 12 ლარს. ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარული დღეების (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე. ამასთანავე: ა) თუ ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (გარდა არდადეგებისა) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა, შშმ პირთა (მათ შორის, ბავშვთა) დღის ცენტრის შემთხვევაში გამოიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით 20 ლარზე, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა შემთხვევაში – 35 ლარზე; ბ) მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად სააგენტოს ასევე უნდა წარუდგინოს მომსახურების გაწევის წინა თვის ტალონები; გ) ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ბოლომდე. მომსახურების მიმწოდებლის მიერ, არაუმეტეს 5 სამუშაო დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%, ხოლო 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება, თუ შესაბამისი პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მიმწოდებლის მიერ გამოცხადებული არდადეგების დღეები არ ანაზღაურდება; დ) დღის ცენტრის მომსახურება ბენეფიციარებს სტაბილურად მიეწოდებათ ყოველდღიურად, შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა (თუ შესაბამისი პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). ასევე დასაშვებია მუშაობის დროებითი შეწყვეტა მიმწოდებლის მიერ არდადეგების გამოცხადების დროს − წლის განმავლობაში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა ან ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო (სტიქიური უბედურება, დაუძლეველი ძალა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, ეპიდემია, პანდემია), შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ხანგრძლივობით და პირობებით.“. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) არ აღემატება 65 000 ქულას – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში ბენეფიციარებს გაწეული მომსახურება სრულად დაუფინანსდებათ დღეში 16 ლარის ოდენობით. ხოლო იმ სათემო ორგანიზაციებში, რომლებიც არ არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები ან მათი ტერიტორიული ორგანოები (ფილიალები) − ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში ხანდაზმულ ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ დღეში 30 ლარის ოდენობით, შშმ პირების შემთხვევაში – დღეში 35 ლარის ოდენობით; შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში სრულად დაუფინანსდებათ დღეში 40 ლარის ოდენობით, ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში – დღეში 70 ლარის ოდენობით, ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში – დღეში 100 ლარის ოდენობით, 18 წლისა და მეტი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში – დღეში 55 ლარის ოდენობით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში – დღეში 35 ლარის ოდენობით, ხოლო შშმ პირის ან/და შშმ ბავშვის შემთხვევაში – დღეში 40 ლარის ოდენობით;‘‘; ა.ბ) „გ“ – „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციებში მინდობით აღზრდის მომსახურებიდან მოთავსებულ და გადაუდებელი წესით ჩარიცხულ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად: შშმ პირთა პანსიონატში – დღეში 16 ლარის ოდენობით, სათემო ორგანიზაციაში: ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის ხანდაზმული ბენეფიციარის შემთხვევაში –დღეში 30 ლარის ოდენობით, შშმ პირის შემთხვევაში – 35 ლარის ოდენობით, შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის მცირე საოჯახო ტიპის მომსახურების უზრუნველყოფის კომპონენტის: შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში – 40 ლარის ოდენობით, ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში – 70 ლარის ოდენობით, ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში – 100 ლარის ოდენობით, 18 წლისა და მეტი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში – 55 ლარის ოდენობით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში – 35 ლარის ოდენობით, ხოლო შშმ პირის ან/და შშმ ბავშვის შემთხვევაში – 40 ლარის ოდენობით. ამასთანავე, გადაუდებელი წესით ჩარიცხული ხანდაზმული ბენეფიციარის შემთხვევაში მომსახურება დაუფინანსდებათ დღეში 30 ლარის ოდენობით, ხოლო შშმ პირის შემთხვევაში – 35 ლარის ოდენობით; დ) ბენეფიციარები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ არცერთ კატეგორიას, გაწეული მომსახურების საფასურს იხდიან საკუთარი სახსრებით, სრულად: ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატში – დღეში 16 ლარის ოდენობით, სათემო ორგანიზაციებში: ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის ხანდაზმული ბენეფიციარის შემთხვევაში – დღეში 30 ლარის ოდენობით, შშმ პირის შემთხვევაში – 35 ლარის ოდენობით, შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის მცირე საოჯახო ტიპის მომსახურების უზრუნველყოფის კომპონენტის: შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში – 40 ლარის ოდენობით, ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში – 70 ლარის ოდენობით, ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში – 100 ლარის ოდენობით, 18 წლისა და მეტი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში – 55 ლარის ოდენობით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში – 35 ლარის ოდენობით, ხოლო შშმ პირის ან/და შშმ ბავშვის შემთხვევაში – 40 ლარის ოდენობით; ე) სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურება სრულად უფინანსდება შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის მცირე საოჯახო ტიპის მომსახურების უზრუნველყოფის კომპონენტის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის ქვეკომპონენტის ბენეფიციარებს დღეში – 40 ლარის ოდენობით, ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში – 70 ლარის ოდენობით, ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში – 100 ლარის ოდენობით, ხოლო 18 წლისა და მეტი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში – 55 ლარის ოდენობით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში – 35 ლარის ოდენობით, ხოლო შშმ პირის ან/და შშმ ბავშვის შემთხვევაში – 40 ლარის ოდენობით.‘‘; ბ) მე-3 – მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააღმზრდელო დაწესებულებაში დაფინანსება განხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების ოდენობა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისათვის შეადგენს დღეში 38 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე ბავშვებისთვის – დღეში 33 ლარს, სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში – დღეში 120 ლარს, მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების ოდენობა შეადგენს დღეში 73 ლარს, ხოლო ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის მომსახურების შემთხვევაში – დღეში 180 ლარს; ბ) მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 16 ლარით, მაგრამ არაუმეტეს ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა, სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტით გათვალისწინებულ მომსახურებაში – დღეში 60 ლარით, ხოლო მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 37 ლარით. 4. დედათა და ბავშვთა თავშესაფარში დაფინანსება განხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გაწეული მომსახურების დღიური დაფინანსების ოდენობა შეადგენს 28 ლარს, ხოლო შშმ ბავშვისა და შშმ დედის შემთხვევაში – 38 ლარს; ბ) მომსახურების თვეში ფუნქციონირებად დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ლიმიტით განსაზღვრული, შეუვსებელი ადგილები ანაზღაურდება დღეში 14 ლარით, მაგრამ არაუმეტეს ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა. 5. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ 18 წელს ზემოთ შშმ პირების დღის ცენტრში გაწეული მომსახურება დაფინანსდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არ აღემატება 120 000-ს – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად, თვეში 420 ლარის ოდენობით; ბ) დანარჩენ შშმ პირებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ 420 ლარიდან 344 ლარის ოდენობით და გადაიხდიან თვეში 76 ლარს. ამასთანავე, თუ წინა თვეში ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილი (მათ შორის, არდადეგების) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით 20 ლარზე. 6. ბავშვთა, მათ შორის, შშმ ბავშვთა, ასევე მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შშმ ბავშვთა დღის ცენტრში შშმ ბავშვებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად, შშმ პირთა/ბავშვთა დღის ცენტრში თვეში – 420 ლარის ოდენობით, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დღის ცენტრში – თვეში 735 ლარის ოდენობით, ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 8 – 18 წლის მოზარდების დღის ცენტრში დღეში – 60 ლარის ოდენობით, ამასთანავე, თვეში ფუნქციონირებად ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 8 – 18 წლის მოზარდების დღის ცენტრში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 20 ლარით, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური ინკლუზიის დღის ცენტრის შემთხვევაში ასანაზღაურებელი თანხა, რომელიც შეადგენს დღეში 12 ლარს, გამოიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვეში ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები