დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 241 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080240000.10.003.024635 |
|
„მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №556 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2023, 080240000.10.003.024389) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ 25-ე მუხლის:
1. 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „26. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა მუდმივი ან დროებითი საშვის მისაღებად საშვის გამცემს უნდა წარუდგინონ იმ ქვეყნის უფლებამოსილი სამსახურის მიერ გაცემული სათანადოდ დამოწმებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი ცნობა ნასამართლობის/კრიმინალური წარსულის შესახებ, რომლის მოქალაქესაც/რეზიდენტსაც წარმოადგენს პირი.“. 2. 26-ე პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 პუნქტი: „261. ამ მუხლის 25-ე და 26-ე პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები, კერძოდ, ბინადრობის მოწმობის მიღება და ნასამართლობის/კრიმინალური წარსულის შესახებ ცნობის წარდგენა არ ვრცელდება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებზე, ასევე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს შორის ოპერაციული თანამშრომლობის შესახებ“ 2021 წლის 11 თებერვლის სამუშაო შეთანხმების შესაბამისად, კონკრეტული ოპერატიული გეგმების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის ჯგუფების წევრებსა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს პერსონალზე.“. 3. 31-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაიშვებიან აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, აუცილებლობის შემთხვევაში, სასაზღვრო და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით გაცემული საშვით.“. 4. 33-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „33. ავიასაწარმოს შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში შესასვლელი, პიროვნების დროებითი საშვის გაცემის მიზნით, ანკეტური მონაცემების შემოწმება ხორციელდება გამარტივებული წესით, სრული ანკეტური მონაცემების შემოწმების გარეშე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები