დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 16 ივნისის №33 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველმყოფ პირთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებში" ცვლილების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1211 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 150, 27/12/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.150.000.22.024.007.952 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.024.007.952
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1211
2005 წლის 16 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 16 ივნისის №33 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველმყოფ პირთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებში” ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 16 ივნისის №33 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველმყოფ პირთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებში” (სსმ III, 2003 წ., №50, მუხლი 518) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ,,მოთხოვნების” მე-4 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მიმართ წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამოქალაქო ავიაციის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარე უნდა იცნობდეს ეროვნულ საავიაციო საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებს, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტებს, რეკომენდებულ პრაქტიკასა და პროცედურებს.”.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი მოადგილე ნ. თურნავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები