მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - №12 ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის მარიამ გზირიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - №12 ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის მარიამ გზირიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-35. 3524212001
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/07/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.153.016039
გ-35. 3524212001
30/07/2024
ვებგვერდი, 01/08/2024
000000000.00.153.016039
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - №12 ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის მარიამ გზირიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა  №გ-35.3524212001

2024 წლის 30 ივლისი

 ქ. მცხეთა

მცხეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ  საგურამოში  მდებარე, სახელწოდების  არმქონე გეოგრაფიული ობიექტის   12 ქუჩისათვის  საზოგადო მოღვაწის   – მარიამ  გზირიშვილის   სახელის   მინიჭების  შესახებ

საქართველოს  ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,პ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ე. ქვეპუნქტის,   61-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  საქართველოს კანონის  ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ  მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების  სახელდების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 01 ივნისის №239 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ა და ,,დ1 პუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის, მე-7 მუხლის, „მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს ტერიტორიაზე არსებული სახელწოდების არმქონე მე-12 ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის – მარიამ გზირიშვილის  სახელის  გარდაცვალებიდან 20 წელზე ადრე,  მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ“   მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 მარტის №53 განკარგულებისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიის“ თანხმობის (კომისიის  2024 წლის  26 ივნისის   №42  სხდომის  ოქმიდან  ამონაწერი) საფუძველზე,

1.  მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს – №12 ქუჩას  მიენიჭოს  საზოგადო მოღვაწის –  მარიამ გზირიშვილის სახელი.

2.  განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3.  განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

4.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს  მცხეთის რაიონულ სასამართლოში    გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე:  ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.

საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                               გიორგი ელოშვილი