სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016409
11
31/07/2024
ვებგვერდი, 01/08/2024
010250050.35.168.016409
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2024 წლის 31 ივლისი

ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის,  24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის,  „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტისა  და  „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის  მიზნით  ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის  მარშრუტები დანართის შესაბამისად.  
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის  მიზნით  ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის  განრიგი  დამტკიცდეს  სიღნაღის  მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი



დანართი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო  გადაყვანის მიზნით  ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის  მარშრუტები

№

 მარშრუტის დასახელება

1

ქ. წნორი - სოფელი ხირსა - სოფელი ყარაღაჯი  -  სოფელი ხორნაბუჯი - სოფელი ერისიმედი.

2

 სოფელი ერისიმედი -  სოფელი ხორნაბუჯი - სოფელი ყარაღაჯი -სოფელი ხირსა - ქ. წნორი.

3

ქ. წნორი - სოფელი ბოდბისხევი -  სოფელი  ხირსა -  სოფელი ყარაღაჯი  -   სოფელი ხორნაბუჯი -  სოფელი  ერისიმედი.

4

სოფელი ერისიმედი -   სოფელი ხორნაბუჯი - სოფელი ყარაღაჯი - სოფელი  ხირსა - სოფელი  ბოდბისხევი - ქ.წნორი.