„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 ნოემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250010.35.113.016520
10
31/07/2024
ვებგვერდი, 01/08/2024
010250010.35.113.016520
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 ნოემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2024 წლის 31 ივლისი

ქ. ოზურგეთი

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმების დამტკიცების შესახებ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 ნოემბრის  N32 დადგენილებაში (www.macne.gov.ge, 29/11/2022წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250010.35.113.016481) და დადგენილების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და სარგებლობის ხელშეკრულების ფორმების დამტკიცების შესახებ“

2. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დამტკიცდეს სარგებლობის ხელშეკრულების ფორმები  (იჯარა – დანართ  №4-ის, სასყიდლიანი უზუფრუქტი  დანართ  №5-ის, უსასყიდლო უზუფრუქტი დანართ №6-ის,  სასყიდლიანი  სერვიტუტი დანართ  №7-ის, უსასყიდლო სერვიტუტი დანართი  №8-ის,   სასყიდლიანი აღნაგობა დანართ  №9-ის, უსასყიდლო აღნაგობა დანართ  №10-ის შესაბამისად).“

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქონების სააუქციონოდ მომზადება გულისხმობს:

ა) მუნიციპალიტეტის ინტერესების გათვალისწინებით ქონების შერჩევას;

ბ) ქონების აზომვასა და რეგისტრაციას;

გ) საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და გეგმის პროექტების მომზადებას და წარდგენას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის;

დ)  სხვა აუცილებელი ღონისძიებების გატარებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია