დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 4 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 8 |
დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 05/08/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.147.016308 |
|
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 4 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
ერედვის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 4 დეკემბრის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 05/12/2023; 190020020.35.147.016294) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ბ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
გ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 3. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 3163,3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
დ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 5. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2024 წლის გრანტები 3154,3ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ე) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 6. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2024 წლის სხვა შემოსავლები 9.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ვ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 7. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ხარჯები 2788,3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ზ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 451,8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 451,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ბ) განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
თ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 9. ერედვის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ი) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 10. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო თანდართული რედაქციის შესაბამისად: ათას ლარებში
კ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 13. ერედვის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლის თანახმად, ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 8,3 ათასი ლარის ოდენობით. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 8,3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ლ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 17. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2024 წლის ასიგნებები განისაზღვროს, ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები