დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.153.016714 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 ივნისის №16 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 010250050.35.153.016712, 28/06/2024), კერძოდ: დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის“ მე-19 და მე-20 მუხლები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 19. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება 1. ამ მუხლის შესაბამისად, დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით და ხანძრით გამოწვეული შედეგებით დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადად 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარამდე. 2. საცხოვრებელი სახლის დანგრევის ან მთლიანად განადგურების შემთხვევაში, საკრებულოს თანხმობით, შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი თანხა არაუმეტეს 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარისა. 3. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ შედგენილი აქტი; დ) საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი; ე) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები. 4. თუ განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ ხანძარი გამოწვეული იყო ოჯახის წვერის განზრახ ბრალით და/ან დაუდევრობით, კომისიის გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობება უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე. მუხლი 20. ხანძრის და სხვა უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული და თავშესაფრის არმქონე პირების ქირით უზრუნველყოფა 1. პროგრამით მოსარგებლე პირები არიან მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები, კერძოდ: ა) ხანძრის, სტიქიის და/ან სხვა უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირები; ბ) პირები, რომლებიც გახდნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. 2. მოქალაქემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; გ) საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება. 3. მოსარგებლის ქირით უზრუნველყოფა მოხდება მცხეთის მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიულ ერთეულში, რომლის მაცხოვრებელიც იყო პროგრამით მოსარგებლე. 4. დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, პროგრამით მოსარგებლე პირს დაუფინანსდება საცხოვრებელი ფართის ქირის გადასახადი კომისიის მიერ დადგენილი ვადით, არაუმეტეს 6 თვისა. 5. ქირის საფასურის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 400 (ოთხასი) ლარით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები