დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ჩხაკაურასთვის ძველი სახელწოდების აღდგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.114.016015 |
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ჩხაკაურასთვის ძველი სახელწოდების აღდგენის შესახებ |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების თანახმად, საკრებულო ადგენს:
მუხლი 1 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ „ჩხაკაურას“ აღუდგეს ძველი სახელი და მიენიჭოს სახელწოდება „ჩხაკოურა“. მუხლი 2 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3 განკარგულების გასაჩივრება შეიძლება კანონით დადგენილი წესით 1 თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მისამართზე: ჭავჭავაძის ქ. №4. მუხლი 4 განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები