აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/277
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 22/07/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2024
სარეგისტრაციო კოდი
1-1/277
22/07/2024
ვებგვერდი, 31/07/2024
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

 

ბრძანება № 1-1/277

2024 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2024 წლის25 მარტის №01/537 განცხადება – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და  გამოარკვია: 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს E-70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის (კმ0+000 - კმ14+400) მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი), რომელიც ფინანსდება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2016 წლის 9 დეკემბერს გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების (რატიფიცირებულია „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 9 თებერვლის №264-IIს დადგენილებით) და საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2017 წლის 14 ივნისს გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების (რატიფიცირებულია „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 20 სექტემბრის №1290-Iს დადგენილებით) ფარგლებში.

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოებული აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა, რაც გულისხმობს ახალი ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მოწყობას, შეძლებისდაგვარად, დასახელებული პუნქტების მაქსიმალური გვერდის ავლით. განსახლების სამოქმედო გეგმა ეხება გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის 14.4 კმ სიგრძის მონაკვეთს, რომელიც მდებარეობს ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. საავტომობილო გზის გასწვრივ დაგეგმილია სატრანსპორტო კვანძების, მდინარეებზე (სუფსა, წყალწმინდა, სეფა, შენაკადი) გადასასვლელების, გზაგამტარებისა და წყალგამტარი მილების მოწყობა. პროექტის ზემოქმედების შედეგად ათვისებულ იქნა 1 247 537მ 2 მიწის ფართობი, რაც 891 მიწის ნაკვეთს წარმოადგენს. საპროექტო მონაკვეთზე საჭირო გახდა კომუნიკაციების (110 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები) გადატანა/გადალაგების სამუშაოების განხორციელება. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში მოექცა მედეა იმედაშვილის (პ/ნ 33001056696) საკუთრებაში არსებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში მდებარე 284 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სრულად (საკადასტრო კოდი: №26.28.16.243).

2021 წლის 29 ნოემბერს მესაკუთრემ განცხადებით მიმართა დეპარტამენტს და მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთი სერვიტუტით დატვირთვის შემთხვევაში გახდება გამოუსადეგარი და მოითხოვა მიწის ნაკვეთის სრულად გამოსყიდვა. მსოფლიო ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს ბიუჯეტით დაფინანსებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, მშენებლობის, რეაბილიტაციის და სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით განსახორციელებელი პროექტების მიმდინარეობისას, განსახლების და გარემოს დაცვის პროცედურებთან დაკავშირებით წარმოშობილი პრობლემური საკითხების შესწავლის და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი რეკომენდაციის წარდგენის მიზნით არსებული მუდმივმოქმედი კომისიის №20 სხდომის ოქმით ირკვევა, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის სრულად გამოსყიდვის შესახებ. ამასთან, დეპარტამენტმა არაერთი მოლაპარაკება აწარმოა მესაკუთრესთან საექსპროპრიაციო ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა საექსპროპრიაციო უძრავი ქონების ღირებულებაზე შეუთანხმებლობის გამო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება E-70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის (კმ0+000 - კმ14+400) მშენებლობის პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ურეკში მდებარე 284 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №26.28.16.243) მესაკუთრეა მედეა იმედაშვილი (პ/ნ 33001056696);

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა მედეა იმედაშვილის (პ/ნ 33001056696) საკუთრებაში არსებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ურეკში მდებარე 284 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სრულად (საკადასტრო კოდი: №26.28.16.243).

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და ,,დ" ქვეპუნქტების თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება: გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის; ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის.

ვინაიდან დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით." 

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2024 წლის 17 ივლისის სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ: 

1. E-70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის (კმ0+000 - კმ14+400) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ მედეა იმედაშვილის (პ/ნ 33001056696) საკუთრებაში არსებულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში მდებარე 284 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სრულად (საკადასტრო კოდი: №26.28.16.243).

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

მინისტრი  ლევან დავითაშვილი