„მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის №512 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 239
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.024633
239
29/07/2024
ვებგვერდი, 30/07/2024
430020000.10.003.024633
„მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის №512 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №239

2024 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

„მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის №512 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის №512 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2023, 430020000.10.003.024345) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის“:

1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენი – საქართველოს ეროვნული/ასაკობრივი ნაკრები გუნდის ან საქართველოს ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებული სპორტული კლუბის წევრი, რომელიც მონაწილეობას იღებს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე, საჭადრაკო ოლიმპიადაზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ან უმაღლესი რანგის საერთაშორისო საკლუბო სპორტულ ტურნირებზე ან/და მათთან დაკავშირებულ განუყოფელ ღონისძიებებში სპორტის იმ სახეობაში, რომლის შესაბამისი ეროვნული სპორტული ორგანიზაცია აღიარებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ;“.

2. მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენთა სია, რომელთაც უფლება აქვთ, პირობით ჩაირიცხონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვის მსურველმა, მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენმა შესაბამისი წლის პირველ სექტემბრამდე განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო).“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირის მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის სტატუსთან შესაბამისობას ადასტურებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სამინისტროს მიერ წარდგენილი პირობითი სტუდენტის სტატუსის მოპოვების მსურველ პირთა ერთიანი ნუსხისა და განცხადებაზე თანდართული შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე.“.

4. მე-5 მუხლის მე-2 − მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირობითი სტუდენტის სტატუსი მოქმედებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვიდან 2 წლის განმავლობაში და წყდება აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

3. პირობითი სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთი გაუარესებისას, რაც გამორიცხავს მის მონაწილეობას პირობითი სტუდენტის სტატუსის მოპოვების მომდევნო 2 წლის განმავლობაში ერთიან ეროვნულ გამოცდებში, სამინისტრო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პირობითი სტუდენტის სტატუსის არაუმეტეს 1 წლით გახანგრძლივების შესახებ.

4. პირობითი სტუდენტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს პირობითი სტუდენტის სტატუსის მოპოვების მომდევნო 2 წლის განმავლობაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე და/ან პირობითი სტუდენტის სტატუსის გახანგრძლივების მომდევნო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს იმ მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენებზე, რომლებმაც განცხადებით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2023 წლის 1 სექტემბრამდე და მოიპოვეს პირობითი ჩარიცხვის უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე