დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის №03 დადგენილებაში ,ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის და ადმინისტრირების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 08 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020020.35.144.016455 |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის №03 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის და ადმინისტრირების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის „გ.დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის №03 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის და ადმინისტრირების შესახებ” (www.matsne.gov.ge 31/01/2023; 210020020.35.144.016423) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-12 და მე-13 მუხლები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,მუხლი 12. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი (გარდა ლატარიის მოწყობისთვის დადგენილისა) არის აუცილებელი გადასახდელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. 2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას. მათ შორის, სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად, სისტემურ- ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ სამორინის თამაშობებზე, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული, სათანადო ნებართვის შესაბამისად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ სათამაშო აპარატების თამაშობებზე, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული, სათანადო ნებართვის შესაბამისად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებზე. მუხლი 13. მოსაკრებლის განაკვეთები 1. ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს: ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3000 ლარის ოდენობით; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 %-ის ოდენობით; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე: დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით; დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით; დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით; ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემატურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული, ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 10 000 ლარის ოდენობით; ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 5000 ლარის ოდენობით. 2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ანგარიშგებისა და გადახდის წესი განსაზღვრულია „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით. 3. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები