დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 432 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.157.016536 |
|
„2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №406 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 30/12/2023; 010250020.35.157.016510) დამტკიცებული „2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ მერვე მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. აკრედიტებული პროფესიული სასწავლებლების სტუდენტთა ხელშეწყობა 1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი ფულადი მხარდაჭერის გაცემას აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებლებში, 2023-2024 სასწავლო ან 2024 კალენდარული წლის განმავლობაში, პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და განეკუთვნებიან შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთს მაინც, კერძოდ: ა) არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ოჯახს მინიჭებული აქვს 0-დან 120 000-ის ფარგლებში სარეიტინგო ქულა; ბ) არის დედ-მამით ან დედით ან მამით ობოლი; გ) არის მრავალშვილიანი ოჯახიდან (4 და მეტი შვილი); დ) არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილი; ე) არის მარტოხელა მშობლის სტატუსის მატარებელი ან მისი შვილი; ვ) რეგისტრირებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ჩარიცხულია/სწავლობს შემდეგ პროფესიულ მიმართულებებზე: ვეტერინარი, ელექტრიკოსი, შემდუღებელი, მძიმე ტექნიკის ოპერატორი, ფერმერი, ფარმაცია, საექთნო საქმე, გიდი, მშენებლობის წარმოება, რძის პროდუქტების წარმოება, სატყეო საქმე; ზ) არის ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლი. 2. ფულადი მხარდაჭერა პროფესიული პროგრამის სტუდენტზე, სასწავლო წლის განმავლობაში, ერთჯერადად შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს. 3. ფულადი მხარდაჭერის მისაღებად სტუდენტმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ავტორიზებული პროფესიული სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის და სპეციალობის მითითებით; გ) სოციალურად დაუცველის სტატუსის ქონის შემთხვევაში – ცნობა ან ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე; დ) ობლობის შემთხვევაში – მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) მრავალშვილიანი ოჯახის წევრობის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლები; ვ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილის შემთხვევაში – ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი; ზ) მარტოხელა მშობლის ან მისი შვილის შემთხვევაში – შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაბადების მოწმობა; თ) ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლის შემთხვევაში – შესაბამისი სამართლებრივი ან სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტის, ან სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა ბოლო 6 თვის განმავლობაში აღნიშნული სააგენტოს სერვისით (თავშესაფრით, კრიზისული ცენტრით, უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით) სარგებლობის შესახებ; ი) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები