,,2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №405 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №405 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 431
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/07/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2024
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016535
431
26/07/2024
ვებგვერდი, 29/07/2024
010250050.35.157.016535
,,2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №405 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №431

2024 წლის 26 ივლისი

ქ. თეთრიწყარო

 

„2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №405 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები ,,2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №405 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 30/12/2023; 010250050.35.157.016509) დამტკიცებული „2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამაში“:

1. „2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“   მე-3 მუხლის პირველი პუნქტის  „პ“ ქვეპუნქტი     ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„პ)  ძალადობის მსხვერპლთა (მათ შორის, ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა), სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებულ (რეინტეგრირებულ) ბავშვთა ოჯახის,  სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერა, ასევე პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსულ, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირთა დახმარება.“.

2. „2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

მუხლი 20. ძალადობის მსხვერპლთა (მათ შორის, ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა), სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებულ (რეინტეგრირებულ) ბავშვთა ოჯახის, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერა, ასევე პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსული, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირთა დახმარება.

1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ,  ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირს,  ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლს,  რეინტეგრირებულ  ბავშვთა ოჯახებს,  სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ახალგაზრდებს, რომლებმაც ზრუნვის სისტემაში გაატარეს არანაკლებ 2 წელი, ასევე პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსული, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირებს.

2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ, 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ)  ძალადობის მსხვერპლმა  სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, რეინტეგრირებული ბავშვის მშობელმა  მეურვეობა-მზრუნველობის საბჭოს გადაწყვეტილება ბავშვის ოჯახში დაბრუნების თაობაზე და ბავშვის დაბადების მოწმობა;

გ) ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლმა – შესაბამისი სამართლებრივი, ან სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტის, ან სსიპ  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა ბოლო 6 თვის განმავლობაში აღნიშნული სააგენტოს სერვისით (თავშესაფრით, კრიზისული ცენტრით, უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით) სარგებლობის შესახებ;

დ) სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულმა ახალგაზრდამ – შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პროგრამის ბენეფიციარის სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასვლა (სახელმწიფო ზრუნვის ფორმის, დაწყებისა და დამთავრების თარიღის მითითებით);

ე) პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსულმა პირმა – ცნობა შესაბამისი უწყებიდან და წარმომადგენლის შუამდგომლობა;

ვ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი“.

3. „2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

მუხლი 22. სამედიცინო მომსახურების, ასევე დიაგნოსტიკური კვლევების, პალიატიური მომსახურების  და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის დაფინანსება/თანადაფინასება.

1. პროგრამის ფარგლებში:

ა) სამედიცინო მომსახურებისას, როდესაც პაციენტის თანაგადასახდელი თანხის ოდენობა არ აღემატება 3000 ლარს, მერიის მხრიდან დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განისაზღვროს, არაუმეტეს სამედიცინო დაზღვევის (საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამა, ან კერძო დაზღვევა) მიერ დაფინანსებული თანხის პროცენტული ოდენობისა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მომსახურება არ ფინანსდება  მზღვევლის მიერ, დაფინანსება განხორციელდება წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით, არაუმეტეს 70%-ით  კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად;

ბ) სამედიცინო მომსახურებისას პაციენტთათვის, რომელთა მხრიდან თანაგადასახდელი თანხის ოდენობა არ აღემატება 100 (ასი) ლარს, მომსახურება არ დაფინანსდება;

გ) დიაგნოსტიკური კვლევების საჭიროებისას, სოციალურად დაუცველ მოქალაქეთათვის, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა და გააჩნიათ 0-დან 65 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა, ასევე ძალადობის მსხვერპლთა (მათ შორის, ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთათვის), დაფინანსება განისაზღვრება წარმოდგენილი კალკულაციის 100%-მდე, ხოლო დანარჩენი მოქალაქეებისათვის – 80%-მდე;

დ) პალიატიური მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი კალკულაციის შესაბამისად, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა;

ე) თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის თანადაფინანსება  განისაზღვროს მზღვეველის  მიერ დაფინანსებული თანხის პროცენტული ოდენობის შესაბამისად.

2. სტაციონარში მოთავსებულ პაციენტთა დასაფინანსებლად დოკუმენტაციის მერიაში წარდგენის ვადად განისაზღვროს სამედიცინო დაწესებულების მიერ ცნობის (ფორმა №IV – 100/ა) გაცემის თარიღიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღე.

ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. სამედიცინო დაწესებულებიდან საბოლოო ანგარიშსწორებისთვის საჭირო  სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად  განისაზღვროს საგარანტიო წერილის გაცემიდან 2 თვე.

დასრულებული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელდეს პირდაპირი ჩარიცხვის წესით, არაუმეტეს 500 (ხუთასი)  ლარისა.  პაციენტთა დასაფინანსებლად დოკუმენტაციის მერიაში წარდგენის ვადად განისაზღვროს სამედიცინო დაწესებულების მიერ ცნობის (ფორმა №IV – 100/ა) გაცემის თარიღიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღე.

3. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განმცხადებლის/ ბენეფიციარის  პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);

გ) ანგარიშ-ფაქტურა (კალკულაცია);

დ) ინფორმაცია მზღვეველის მიერ დაფინანსებული თანხის ოდენობის შესახებ, ან ოფიციალური დოკუმენტი უარის თაობაზე;

ე) დასრულებული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში დოკუმენტი კლინიკის მიმართ დავალიანების არსებობის თაობაზე;

ვ) არსებობის შემთხვევაში, ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე, ძალადობის მსხვერპლმა – სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლმა – შესაბამისი სამართლებრივი, ან სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტის, ან სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა ბოლო 6 თვის განმავლობაში აღნიშნული სააგენტოს სერვისით (თავშესაფრით, კრიზისული ცენტრით, უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით) სარგებლობის შესახებ.

4. „2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

მუხლი 23. მედიკამენტებით უზრუნველყოფა

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, სოციალური სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში (0-დან 120 000 ქულის ჩათვლით) რიცხულ მოქალაქეებზე, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ვეტერანებზე და ვეტარანთან გათანაბრებულებზე, მარჩენალდაკარგულ პირებზე, ძალადობის მსხვერპლზე (მათ შორის, ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლზე) გაიცემა სოციალური დახმარება მედიკამენტების შესაძენად არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა.

2. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ძვირადღირებული (არანაკლებ 200-ლარიანი) არაუმეტეს ორი ინექციის დაფინანსება, სოციალური სტატუსის მიუხედავად.

3. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);

გ) შესაბამისი სააფთიაქო/ სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა;

დ) ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე, ან შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ვეტერანის/ვეტერანთან გათანაბრებულის/მარჩენალდაკარგული პირის მოწმობა, ან, ძალადობის მსხვერპლმა – სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან, ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლმა – შესაბამისი სამართლებრივი, ან სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტის, ან სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა ბოლო 6 თვის განმავლობაში აღნიშნული სააგენტოს სერვისთ (თავშესაფრით, კრიზისული ცენტრით, უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით) სარგებლობის შესახებ;

4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული დახმარების გასაწევად თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, ხოლო სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შემთხვევაში  გაიცემა საგარანტიო წერილი.  ამ შემთხვევაში  საბოლოო ანგარიშსწორებისთვის საჭირო  სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად  განისაზღვროს საგარანტიო წერილის გაცემიდან 3 თვე.“.

5. „2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

მუხლი 24. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფა.

1. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დახმარება სუბსიდირების სახით გაიცემა მერიის მიერ შესაბამისი მიზნებისათვის დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ სახელზე და ხმარდება ქ. თეთრიწყაროში ფაქტობრივად მცხოვრებ, ცხელი სადილის ადგილზე მომხმარებელ იმ ბენეფიციარებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 65 000-ს და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 1000-ს. აგრეთვე  სარეიტინგო ქულის მიუხედავად, მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე.

2. 2024 წლის 1 იანვრიდან ა(ა)იპ ,,თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა – განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრმა“ ექვს თვეში ერთხელ უზრუნველყოს ბენეფიციართა რეესტრის გადამოწმება ბენეფიციარის სოციალური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულებისა და მერის წარმომადგენლების წერილობითი დასაბუთების საფუძველზე და შესაბამისად, განახორციელოს სიის ცვლილება. საჭიროების შემთხვევაში ჩამოაყალიბოს მომლოდინეთა რიგი. რეკომენდირებული ოჯახის ძირითად სიაში ჩარიცხვა განახორციელოს ოჯახის რეალური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ოჯახში მცირეწლოვან ბავშვთა, ძალადობის მსხვერპლთა (მათ შორის, ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა) და შშმ პირთა გათვალისწინებით.

3. დახმარების მისაღებად მოქალაქე მიმართავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს შემდეგი დოკუმენტაციით:

ა) ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ასლები (არასრულწლოვნის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი);

ბ) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ – ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;

დ) არსებობის შემთხვევაში, ოჯახის/პირის სოციალური მდგომარეობის ამსახველი სხვა დამატებითი დოკუმენტი.

4. ა(ა)იპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ მიერ ბენეფიციარის რეესტრში ჩარიცხვა ხდება სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე