დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/08/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280090050.22.035.017148 |
|
„ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-28/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 12.04.2021; 280090050.22.035.016856) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა და სამოქალაქო პირთა ნეშტების მოძიებისა და გადმოსვენების შემთხვევა – თუ გადმოსვენებული პირის ოჯახის წევრმა (დედა, მამა, და, ძმა, მეუღლე, შვილი) განცხადებით მიმართა სააგენტოს და მას დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი.“. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების არსებობისას დევნილი განცხადებით მომართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამმართველოს. განცხადებას, გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა, თან უნდა ერთოდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გარდაცვალების მოწმობა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს გარდაცვალებიდან 2 თვის ვადაში; ბ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ონკოლოგიური დაავადების დამადასტურებელი შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია; გ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი – სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი; დ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – არასრულწლოვანთა დაბადების მოწმობები; ე) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შესაბამისი დოკუმენტაცია (ფორმა № IV-100ა, ანგარიშფაქტურა, კალკულაცია და სხვა) და სადაზღვევო კომპანიის მიერ თანხის ანაზღაურების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (თანხის გადარიცხვის ქვითარი/საგარანტიო წერილი) ან თანხის ანაზღაურების თაობაზე წერილობითი უარი, აგრეთვე სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ცნობა მოცემულ პირზე შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი ქირურგიული ოპერაციის დაფინანსების თაობაზე; ვ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი მოწმობა; ზ) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობა, ქორწინებისა და მეუღლის გარდაცვალების მოწმობა (მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში) ან/და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი; თ) „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში ყოფნის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი; ი) „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დაზიანებული/განადგურებული საცხოვრებლის ფოტომასალა; მუნიციპალიტეტის და/ან შესაბამისი სამსახურის ცნობა/წერილი საცხოვრებლის დაზიანება/განადგურების შესახებ; დაზიანებული/განადგურებული საცხოვრებლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია შესაძლებელია გადამოწმებულ იქნეს სააგენტოს მიერ კომპეტენციის გათვალისწინებით; კ) „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები