დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარტის 2004 წლის 30 ივნისის №2 ბრძანებაში “ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობების"-ს დამტკიცების შესახებ" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 19/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 148, 21/12/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/01/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.150.000.26.018.007.945 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.16.018.007.945
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის
ბრძანება №6
2005 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 30 ივნისის №2 ბრძანებაში ,,ავტოსადგურის ფუნქციონირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონების ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ მე-13 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ” 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 30 ივნისის №2 (სსმ III, №67, 06.07.2004 წ., მუხ. 598) ბრძანებით დამტკიცებულ ავტოსადგურის ფუნქციონირების წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ავტოსადგური – საწარმო, რომელსაც გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესაბამისი პროექტის საფუძველზე მოწყობილი შენობა-ნაგებობების, ტერიტორიის და ტექნოლოგიური აღჭურვილობის კომპლექსი, სადაც, როგორც წესი, ხორციელდება საგარეუბნო, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მარშრუტებზე მგზავრთა რეგულარულ გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურება”;
ბ) „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამგზავრო ბილეთი – საბუთი, რომელიც ადასტურებს გადამზიდველსა და მგზავრს შორის გადაყვანის ხელშეკრულების არსებობას;“;
გ) ,,დ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-3 მუხლში:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ავტოსადგურების კლასიფიკაცია და მოწყობა”;
ბ) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ავტოსადგური ეწყობა ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის) გადაწყვეტილებით, საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ უფლებამოსილების ფარგლებში დამტკიცებული მარშრუტის საფუძველზე.”;
გ) დაემატოს 11, 12 და 13 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„11. ავტოსადგურები სიმძლავრის შესაბამისად იყოფა სამ კლასად:
ა) 1-ლ კლასს განეკუთვნება ავტოსადგური (ავტოვაგზალი), რომელსაც შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში მოემსახუროს 100-ზე მეტ რეისს;
ბ) მე-2 კლასს განეკუთვნება ავტოსადგური რომელსაც შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში მოემსახუროს 20-დან 100-მდე რეისს;
გ) მე-3 კლასს განეკუთვნება ავტოსადგური (ავტოსალარო), რომელსაც შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში მოემსახუროს 20-მდე რეისს.
12. ავტოსადგურების ფუნქციური დანიშნულება კლასების მიხედვით შემდეგნაირად განისაზღვრება:
ა) 1-ლი კლასის ავტოსადგური წარმოადგენს საერთაშორისო, საქალაქთაშორისო და საგარეუბნო მარშრუტების საწყის (საბოლოო), აგრეთვე რეგულარულ მარშრუტებზე ტრანზიტული მომსახურების პუნქტს;
ბ) მე-2 კლასის ავტოსადგური (გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა), წარმოადგენს მხოლოდ საქალაქთაშორისო და საგარეუბნო მარშრუტების საწყის (საბოლოო), აგრეთვე რეგულარულ მარშრუტებზე ტრანზიტული მომსახურების პუნქტებს;
გ) მე-3 კლასის ავტოსადგური (გარდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა), წარმოადგენს მხოლოდ საგარეუბნო მარშრუტების საწყის (საბოლოო), აგრეთვე რეგულარულ მარშრუტებზე ტრანზიტული მომსახურების პუნქტს;
დ) მე-2 კლასის ავტოსადგური შეიძლება წარმოადგენდეს საერთაშორისო რეისის საწყის პუნქტს იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ დასახლებულ პუნქტში არ ფუნქციონირებს 1-ლი კლასის ავტოსადგური;
ე) მე-3 კლასის ავტოსადგური (ავტოსალარო) შეიძლება წარმოადგენდეს საერთაშორისო და/ან საქალაქთაშორისო მარშრუტის საწყის (საბოლოო) პუნქტს იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ დასახლებულ პუნქტში არ ფუნქციონირებს 1-ლი ან მე-2 კლასის ავტოსადგური. იგი ეწყობა სოფლებში (დაბებში) და საავტომობილო მაგისტრალების გასწვრივ მცირე მგზავრთშეყრის ადგილებში (იქ, სადაც არ არის ავტოვაგზალი და /ან ავტოსადგური).
13. ავტოსადგურს კლასიფიკაციის და ტექნოლოგიის შესაბამისად უნდა გააჩნდეს სათანადოდ აღჭურვილი შემდეგი სათავსები და საშუალებები:
ა) პირველი კლასის ავტოსადგურს (ავტოვაგზალს) – შესაბამისი რაოდენობისა და ფართის: საბილეთო სალარო, მგზავრების მოსაცდელი დარბაზი, ბარგის შემნახველი საკანი, სანიტარიულ-ჰიგიენური მომსახურების ბლოკი, ცნობათა ბიურო, ადმინისტრაციული დანიშნულების ოთახები, ბაქნები, სადისპეტჩერო, საინფორმაციო სამსახური, კვების ბლოკი, რეისებს შორის ავტობუსების სადგომი ტერიტორია, დედათა და ბავშვთა ოთახი, ავტობუსების წინასარეისო მომსახურების პოსტი, საგზაო მოძრაობიდან იზოლირებული მიმდებარე ტერიტორია საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტისა და მსუბუქი ტაქსების გასაჩერებლად, ავტონომიური დენის წყარო;
ბ) მე-2 კლასის ავტოსადგურს – საბილეთო სალარო, მგზავრების მოსაცდელი დარბაზი, ბარგის შემნახველი საკანი, სანიტარიულ-ჰიგიენური მომსახურების ბლოკი, ცნობათა ბიურო, ადმინისტრაციული დანიშნულების ოთახები, ბაქნები, სადისპეტჩერო, საინფორმაციო სამსახური, ბუფეტი, რეისებს შორის ავტობუსების სადგომი ტერიტორია, დედათა და ბავშვთა ოთახი, ავტონომიური დენის წყარო;
დ) მე-3 კლასის ავტოსადგურს (ავტოსალაროს) – საბილეთო სალარო, გადახურული ნაგებობა არანაკლებ 15 მ2 ფართის და 10 დასაჯდომი ადგილის მქონე მოსაცდელი დარბაზით, ბაქნები და საპირფარეშო;”.
3. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. მე-6 მუხლის მე-17 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მე-3 კლასის ავტოსადგურში არანაკლებ ერთისა.”.
5. მე-6 მუხლის მე-17 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მე-3 კლასის ავტოსადგურში მგზავრობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას მგზავრებზე აწარმოებს საბილეთო სალარო ან დისპეტჩერი.”.
7. 21-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) განახორციელოს ავტოსადგურის ტერიტორიაზე სავაჭრო, სანიტარიული, საყოფაცხოვრებო, კვების და სხვა მომსახურება, თუ ეს ხელს არ უშლის მის ძირითად საქმიანობას;”.
8. 21-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) განსაზღვროს საფასური შემნახველი საკნით და საპირფარეშოთი მგზავრებისათვის გაწეული სავალდებულო მომსახურებისათვის.”.
9. 22-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
10. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ავტოსადგურების სერტიფიცირება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.”.
11. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ა. ჩხიკვაძე
დანართი 1
ავტოსადგურების საექსპლუატაციო-ტექნიკური პარამეტრები
| ავტოსადგუ-რის კლასი | სადღეღამისო გამტარუნარია-ნობა (სიმძლავრე) მგზ/დღ | ავტოსადგურის მგზავრთტევა-დობა (მგზ) არანაკლები | მოსაცდელი დარბაზის მგზავრთტევა-დობა (მგზ) არანაკლები | მოსაცდელი დარბაზის ფართობი (კვ.მ) არანაკლები | სადღეღამისო გასვლებისა და შემოსვლების ჯამური რაოდენობა (ავტ/დღ) | ბაქნების რაოდენობა არანაკლები |
| III | 200-მდე | 15 | 10 | 15 | 20-მდე | 2 |
| II | 2000-მდე | 100 | 80 | 120 | 100-მდე | 5 |
|
I | 3000- მდე | 150 | 120 | 180 | 140-მდე | 7 |
| 4000-მდე | 200 | 160 | 240 | 185-მდე | 10 | |
| 6000-მდე | 250 | 200 | 300 | 280-მდე | 15 | |
| 8000-მდე | 300 | 240 | 360 | 370-მდე | 20 | |
| 10000-მდე | 400 | 320 | 480 | 460-მდე | 24 | |
| 15000-მდე | 500 | 400 | 580 | 690-მდე | 36 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები