თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის N40 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის N40 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/07/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016622
14
26/07/2024
ვებგვერდი, 29/07/2024
010250050.35.163.016622
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის N40 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2024 წლის 26 ივლისი

ქ. თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №40 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2018  წლის 23 მარტის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge;  29/03/2018; 010250050.35.163.016418).
1. დადგენილების  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება მოხდეს  სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარით;

გ)  თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარით;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარით;

დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარით;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 500 ლარით;

ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარით.“.


მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზი მთვარელიშვილი