თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N24 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N24 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/07/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016621
13
26/07/2024
ვებგვერდი, 29/07/2024
010250050.35.163.016621
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N24 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2024 წლის 26 ივლისი

ქ.თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №24 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 29/12/2023; 010250050.35.163.016603).
1. დადგენილების დანართით დამტკიცებული „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის“ მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„8. მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შშმ ბავშვებისათვის ჰიგიენური და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დაფინანსების ქვეპროგრამა:

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს მიეკუთვნება: თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მკვეთრად გამოხატული შშმ პირები, შშმ ბავშვები და სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი (თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები) შშმ ბავშვები, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით  ესაჭიროებათ ჰიგიენური და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების შეძენა.

ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელია კვარტალურად; დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება ყოველ კვარტალში 300 ლარის ფარგლებში.

ა) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება;

ა.ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ა.გ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);

ა.ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია;

ა.ზ) განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს არაუგვიანეს ყოველი შესაბამისი კვარტლის დასრულებამდე.“.

2. დადგენილების დანართით დამტკიცებული „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„3.  ჯანდაცვის ქვეპროგრამების ფარგლებში დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ მიმართვაში მითითებული თანხის, კერძო სადაზღვევო კომპანიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ მითითებული თანხის, ან სამედიცინო დაწესებულების მიმართ არსებული დავალიანების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შესაბამისად. თუ სააგენტოდან წარმოდგენილი დუკუმენტის საფუძველზე ირკვევა, რომ მოთხოვნილი მომსახურება არ ფინანსდება, ან სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხის რაოდენობა დაზუსტდება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შემდეგ, მაშინ დაფინანსება მოხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.“.


მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზი მთვარელიშვილი