„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 16 მაისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/07/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016487
18
26/07/2024
ვებგვერდი, 30/07/2024
010250050.35.165.016487
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 16 მაისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2024 წლის 26 ივლისი

ქ. საგარეჯო

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 16 მაისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის 16 მაისის №14 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge 20/05/2024, 010250050.35.165.016483  ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების 1-ლი  და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს 1 ლარით, ხოლო ქ. საგარეჯოს  შიდა მარშრუტზე მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს 0.50 თეთრით.

მუხლი 2

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე შეღავათიანი ტარიფით – მუნიციპალიტეტის სოფლებში 0.50 თეთრით, ხოლო ქ. საგარეჯოს შიდა მარშრუტებზე – 0,25 თეთრით  მგზავრობის უფლება მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიებს:

ა) „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პენსიონერებს;

ბ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილებს;

გ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს;

დ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;

ე) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს;

ვ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან მშობელს;

ზ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს;

თ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს;

ი) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პედაგოგებს;

კ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მარჩენალდაკარგულ პირებს.“;

ბ) დადგენილების მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  მიერ შერჩეული უფლებამოსილი სუბიექტი.

2. ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს საამისოდ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი გადახდის სისტემის მოწყობის ფარგლებში, ასევე, უზრუნველყოფს ამ დადგენილების  მე-2  და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული მგზავრებისთვის პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას.

მუხლი 5

1.  ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის გადახდა ხორციელდება პლასტიკური ბარათების გამოყენებით.

2. მგზავრი ვალდებულია მგზავრობისას მგზავრობის დაწყებისთანავე ელექტრონული გადახდის საშუალებით (მათ შორის, თავისი კუთვნილი პერსონიფიცირებული, უფასო ან/და შეღავათიანი მგზავრობისთვის განკუთვნილი პლასტიკური ბარათით) გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბილეთო მგზავრად მიიჩნევა, რაც გამოიწვევს სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას.

3. პლასტიკური ბარათის დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით ბარათის გამცემს მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება ბარათის გამცემის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდა.

4. ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებულ პირთა კატეგორიისათვის განკუთვნილი   პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მიერ მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირის/პირების პლასტიკური ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვას.

5. ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვას 90 (ოცხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ბარათი ექვემდებარება  უფასო განბლოკვას.

6. ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი (ბარათის გამცემი) საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა) უზრუნველყოფს ბარათის დაბლოკვას.

7. ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრულ პირებზე პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა ხორციელდება მათ მიერ ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტთან მიმართვის  საფუძველზე.

8. ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმს ადგენს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – იურიდიული სამსახურის ზედამხედველობის განყოფილება ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სუბიექტი.“;

გ) დადგენილების მე-6, მე-7 და მე-8  მუხლები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით სარგებლობის მიზნით გასაცემი პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლი 7

ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული ტარიფები ჩაირიცხოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი სუბიექტის ანგარიშზე.

მუხლი 8

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი  სუბიექტის მიერ ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ იქნეს ინფორმაცია ფაქტობრივად გადაყვანილ (მათ შორის, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე) მგზავრთა რაოდენობისა და მგზავრობის საფასურიდან შემოსული თანხების შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპაალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გილაშვილი