დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დუშეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 13 |
დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/07/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.152.016522 |
|
„დუშეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„დუშეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №27 დადგენილებაში (matsne.gov.ge სსმ.25/12/2022; ს/კ190020020.35.152.016502) შეტანილ იქნას ცვლილება. კერძოდ, დადგენილების დანართის სახით დამტკიცებული დუშეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები მუხლი 1. ბიუჯეტის ბალანსი ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 2. ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 3. ბიუჯეტის შემოსავლები ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 36,638.4 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 4. ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 20,104.4 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 5. ბიუჯეტის გრანტები ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 14,481.2 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 6. ბიუჯეტის სხვა შემოსავლები ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 2,052.8 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 7. ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 21,494.2 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 8. ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს - 24,517.0 ათასი ლარით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა - 26,038.5 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება - 1521,5 ათასი ლარით: ათას ლარში
ათას ლარში
მუხლი 9. ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით:
მუხლი 10. ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს (-9372,8) ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 15,144.2 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს (- 9 432,7) ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს და დუშეთის მუნიციპალიტეტს შორის „საქართველოში მყარი ნარჩენების პროექტთან“ დაკავშირებით 2017 წლის 24 თებერვალს გაფორმებული პროექტის ქონების გადაცემის შესახებ სასესხო ხელშეკრულება, დუშეთის მუნიციპალიტეტისათვის 2 (ორი) ცალი კომპაქტორიან ნაგავმზიდი მანქანის და 165 (ასსამოცდახუთი) ცალი ნარჩენების კონტეინერის გადაცემის შესახებ. სესხის ძირითადი თანხა შეადგენს 419,1 ათას ლარს, საიდანაც 2019 წელს გადახდილია 29,9 ათასი ლარი, 2020 წელს - 59,9 ათასი ლარი, 2021 წელს - 59,9 ათასი ლარი, 2022 წელს 59,9 ათასი ლარი, 2023 წელს - 59,9 ათასი ლარი სულ ჯამში 269,5 ათასი ლარი. 2024 წლის 1 იანვრისათვის გადასახდელი ძირითადი თანხა რჩება 149,6 ათასი ლარი, ხოლო 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 89,7 ათასი ლარი. თავი II დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები მუხლი 13. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები პრიორიტეტის - „მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები“ დაფინანსებისათვის განისაზღვროს 8,031.0 ათასი ლარი და შესაბამისად პროგრამების და ქვეპროგრამების დაფინანსება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 14. ინფრასტრუქტურის განვითარება პრიორიტეტის - „ინფრასტრუქტურის განვითარება“ დაფინანსებისათვის განისაზღვროს 26,908.6 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 15. დასუფთავება და გარემოს დაცვა დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1,704.1 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
მუხლი 16. განათლება განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 4,703.0 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 17. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი „კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტის“ პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3,590.8 ათასი ლარი. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 18. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის“ პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2,655.1 ათასი ლარი. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
თავი III დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 19. ბიუჯეტის ასიგნებები ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
თავი IV მარეგულირებელი ნორმები მუხლი 20. ასიგნებების დაფინანსება დუშეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. მუხლი 21. ასიგნებების გადანაწილება დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. მუხლი 22. კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება 2024 წლის განმავლობაში დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 23. მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1. მიზნობრივი ტრანსფერი 2119,5 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად: ა) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 281,2 ათასი ლარი; ბ) „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 593,9 ათასი ლარი; გ) საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1244,4 ათასი ლარი; 2. 2023 წელს დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში დარჩენილი ნაშთიდან 2,0 ათასი ლარი მიიმართოს ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის; 3. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 24. სარეზერვო ფონდი 2024 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 246,5 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები