,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 ივლისის N34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 ივლისის N34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/07/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 210020020.35.112.016543
10
26/07/2024
ვებგვერდი, 29/07/2024
210020020.35.112.016543
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 ივლისის N34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2024 წლის 26 ივლისი

       ქ. ლანჩხუთი

 

,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 ივლისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე  ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N2587-XIმს-Xმპ; 09.02.2023 წელი) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების  შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 ივლისის №34 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი matsne.gov.ge, 10/08/2015 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 210020020.35.112.016235) შევიდეს ცვლილება და დადგენილების მე-5 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5

,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტად გათვალისწინებული  მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს:

ა) თითოეულ სამორინე მაგიდაზე – კვარტალში 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

დ.ა) სამორინეს თამაშობებზე -კვარტალში 250 000  (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი ;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე - კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

დ.გ) ტოტალიზატორების თამაშობებზე - კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3000 (სამი ათასი) ლარი;

ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 5000 (ხუთი ათასი) ლარი.

შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ მუხლით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე